
2019
ქართველი ავტორების ახალი საბავშვო წიგნები (2019) „შუქიფე" ბოროტ ძალებთან მებრძოლი...
ქართველი ავტორების ახალი საბავშვო წიგნები (2020)
„უჩვეულო კვირადღე“
ავტორი მარიამ წიკლაური
პირველი ორენოვანი წიგნი (პროზა). ქართულ და ინგლისურ ტექსტს თან ახლავს ქართულ-ინგლისური ლექსიკონი და საინტერესო აქტივობები ორივე ენაზე. ამბავი დიდ ქალაქში ხდება. მოთხრობა ბავშვებისა და ცხოველების მეგობრობაზეა. წაიკითხეთ და შეიტყვეთ, რა გადახდა თავს ელენესა და სანდროს მეგობარ ციყვებს, ბობოსა და ბუბას, რომლებიც ქალაქში დაიკარგნენ... წიგნის ილუსტრატორია იულია ნიკოგოსოვა. ინგლისური თარგმანი მანანა მათიაშვილმა შეასრულა.
გამომცემლობა „ბაკმი“(რედააქტორები: რუსუდან მოსიძე, ედვინა ჰუკი).
„ზღაპრად ქცეული ამბები“
ავტორი: გივი ჩიღვინაძე
წიგნში ჩვენი მთებისა და ტყეების ბინადარი ცხოველების, ფრინველებისა და მცენარეების თავგადასავლებია წარმოდგენილი. ეს ამბები ავტორმა მოთხრობებად დაწერა, მაგრამ საბავშვო ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებულს ყველა ზღაპრებად ღებულობდა, მართლაც ისინი ისეთი საოცარი, მომხიბვლელი და დაუჯერებელია, რომ შეიძლება ზღაპრებად მოგეჩვენოთ. ჰოდა, წიგნსაც „ზღაპრად ქცეული ამბები“ დავარქვით. წაიკითხეთ იგი, - ბუნებასაც შეიცნობთ, მშვენიერ სივრცეებსაც მოავლებთ თვალს და საინტერესო ამბებიც გაგახალისებთ...
გამომცემლობა „მერიდიანი“
„ატუსა და მატუსა“
ავტორი: ლელა ცუცქირიძე
აბა, თუ მიხვდები, ვინ არიან ატუსა და მატუსა?
ყველაზე ცელქი ტყუპები, რომლებსაც თვალის დახამხამებაში შეუძლიათ ბებოს საწოლი მეკობრეების გემად აქციონ, ბალიშები – მფრინავ ხალიჩებად, ბაბუას ხელჯოხი – ცხენად, ხოლო კარადა – ციხესიმაგრედ; ასევე შეუძლიათ ბებია, ბაბუა და მათი მეგობრები ფეხბურთის სათამაშოდ აიყოლიონ, ბაბუას დაბადების დღეზე კი, ტორტის ნაცვლად, პატარა ძამიკო კოკოტო მორთონ. ონავარი ტყუპებისა და მათი საყვარელი ბებია-ბაბუას მხიარულ, კეთილ ამბებს თანამედროვე ქართველი ავტორის, ლელა ცუცქირიძის წიგნში წაიკითხავთ.
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“
„თოვლის გუნდა და პატარა თეთრი ბუ ტუსურა“
ავტორი: ლელა ცუცქირიძე
ბავშვებო, ამ ზღაპარში თოვლის გუნდა მეგობრის პოვნას ცდილობს, დედა ბუს კი თავისი შვილი, სახელად ტუსურა, დაჰკარგვია და მის მოსაძებნად მიეშურება. გინდა გაიგო, იპოვის თუ არა გუნდა მეგობარს ან ბუ ტუსურა შეხვდება თუ არა დედიკოს? მაშინ წაიკითხე ეს ჯადოსნური წიგნი და ზღაპრის გმირებთან ერთად ეძებე, იპოვე და გამხიარულდი!
გამომცემლობა „პალიტრა ლ“
„ფრიი“
ავტორი ირმა მალაციძე.
ბიჭს ფრის ეძახიან, რადგან ბავშვობიდან გაფრენაზე ოცნებობს. მისი ნამდვილი სახელი არავის ახსოვს, ფრიმ ხომ ფრთები გამოიგონა და თავისი სოფლიდან შორს, ძალიან შორს გაფრინდა. იმ ქვეყანაში, სადაც გამომგონებელი ბიჭი აღმოჩნდა პირველეთს უწოდებენ. სულ პატარა ქვეყანაა პირველეთი, თუმცა ახირებული მეფე ჰყავს, რომელმაც გადაწყვიტა იმპერატორი იყოს და პირველიონ პირველი დაირქვა. ფრის თავგადასავალი პირველეთში ძალიან საინტერესოდ იწყება. იქ შეძენილი მეგობრები კი მისი ოჯახის წევრები ხდებიან. სასახლის მსახურები, ფრიდა და კოკ ლოზინი, არასდროს მიატოვებენ ფრის გასაჭირში.
გამომცემლობა „პალიტრა ლ“
„დიიიდი ნუნუ“
ავტორი გიორგი ჭაუჭიძე
ეს წიგნი მეორეკლასელებისთვისაა. ისინი ხომ უკვე დამოუკიდებელი მკითხველები არიან! რატომ მეორეკლასელებისთვის? იმიტომ, რომ „დიიიდი ნუნუ“ მოგვითხრობს მეორეკლასელ გოგონაზე, მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ურთიერთობაზე ოჯახის წევრებთან, თანაკლასელებთან, მასწავლებლებთან... ეს წიგნი დააინტერესებს მესამე-მეოთხეკლასელებსაც და უფროსებსაც, რადგან აქ აღწერილი ამბებიც ნაცნობია, პერსონაჟებიც და გარემოც.
გამომცემლობა „ელფი“
„ნეტავ მალე გავიზრდები?!“
ავტორი ვასილ გულეური
თანამედროვე ქართველი ავტორის - ვასო გულეურის საბავშვო ლექსების ახალი კრებულია.
ამ წიგნში ბავშვები აღმოაჩენენ ლექსებს საკუთარ სახელებზე და არა მარტო, რომლებსაც ძალიან მალე შეიყვარებენ და ისწავლიან.
გამომცემლობა „პალიტრა ლ“
ყოჩაღი გოგოები საქართველოს წარსულიდან
ავტორები: მარიამ ჭანჭალიშვილი, თამთა მელაშვილი
ამ წიგნში ყოჩაღი გოგოების ამბებია მოთხრობილი საქართველოს ისტორიიდან. ისინი სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იყვნენ, სხვადასხვა დროს ცხოვრობდნენ, მაგრამ ერთი რამ აერთიანებდათ: სიმამაცე და საკუთარი თავის რწმენა. შენ, ამ წიგნის მკითხველს, შენი წინაპარი გოგოების საინტერესო და გამორჩეული ამბები გელოდება.
გამომცემლობა „ზოლიანი კატა“
„ტანტალა მეფის საშინაო თამაშები“
ავტორები: ანა ჯანელიძე, ალექს ჩიღვინაძე
ზოგჯერ სახლიდან ვერ გავდივართ: როცა კოკისპირულად წვიმს, ქარიშხალი მძვინვარებს, თავის შეუძლოდ ვგრძნობთ ან... რას ვაკეთებთ ამ დროს? შეგიმჩნევიათ, რომ ჩვენს ვიწრო სახლებს ხანდახან მთელი სამეფოს დატევა შეუძლიათ, ხოლო მშობლებისა და შვილების ურთიერთობები სატახტოთა თამაშებს არ უდებენ ტოლს? წიგნი თავის სამეფოში გამოკეტილი პატარა ბიჭის ამბავს გვიყვება, რომელსაც სახლში ჯდომა არ აშინებს და უამრავ გასართობს და თავშესაქცევს გამოიგონებს.
გამომცემლობა „ზოლიანი კატა“
"კესანემ გაზაფხული მოიყვანა"
ავტორი: მარიამ ხუცურაული ილუსტრატორი: ნანიკო ბურდული
ეს მხიარული ამბების წიგნი არის საბავშვო და იმავდროულად სადიდო წიგნი სწავლასა და სწავლებაზე. წიგნს ჰყავს ნამდვილი, ცოცხალი პერსონაჟი და თანაავტორი, რვა წლის გოგონა კესანე გელოვანი. ამ წიგნში მოთხრობილი ყველა ამბავიც ნამდვილია. თბილისში ნამდვილდ ცხოვრობს პატარა, მხიარული და ლამაზი გოგონა, კესანე გელოვანი, რომელსაც უყვარს სახალისო ამბების მოყოლა. წიგნის პირველ ნაწილში კესანე ყვება თავის ამბებს - ქალაქელი გოგონას თვალით დანახულ სოფლის ცხოვრებაზე, ოჯახის სხვადასხვა თაობის წევრებს შორის დამოკიდებულებაზე და დიდ ოჯახში ცხოვრების ავ-კარგზე. წიგნს ახლავს ილუსტრაციების მიხედვით შედგენილი სახალისო გასაფერადებლები.გამოცემულია განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით.
გამ მცემლობა "პალიტრა L"
„გამოიცნონ პატარებმა“
ავტორი: ნათია ჯანაშია
ანბანის მიხედვით განლაგებული 33 რითმოცანა.
გამომცემლობა „პალიტრა ლ“