
ქართულ-შვედური სემინარი
2013 წლის 5-7 ნოემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბიბლიოთეკის და საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის &nb...
სამკითხველო დარბაზში ბიბლიოთეკის (ხელმძღვანელი ქეთევან კალანდაძე) მკითხველები და მკითხველთა კლუბის (პედაგოგები ირმა მალაციძე და ლელა ცუცქირიძე) წევრები შეხვდნენ იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსის ლაურეატებს: მწერალ თამრი ფხაკაძეს, მთარგმნელ თეა ბაკურაძეს, ილუსტრატორ რუსუდან ყიფიანს და საბავშვო მწერალს, გივი ჩიღვინაძეს.
მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს მოსწავლეთა ნახატების გამოფენა, ისაუბრეს პრემიის მნიშვნელობაზე, წაიკითხეს ნაწარმოებები და უპასუხეს შეკითხვებს. შეხვედრის დასასრულს ჩატარდა სახალისო ვიქტორინა, რომელიც მოსწავლეებმა მოამზადეს სტუმრებისთვის.