
ქართულ-შვედური სემინარი
2013 წლის 5-7 ნოემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბიბლიოთეკის და საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის &nb...
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მკითხველთა კლუბი2017 წელს შეიქმნა.
კლუბის შექმნის მიზანი იყო მოზარდებშიწიგნიერები სდონისამაღლება, ლიტერატურული გემოვნებისჩამოყალიბება, წაკითხულისგაგებისუნარ-ჩვევების შეძენა-ჩამოყალიბება, ლიტერატურული და კულტურული თვალსაწიერის გაფართოება, თავისუფალი დროის სწორად დაგეგმვა და გამოყენება და მოზარდთა ჩართვა თანამედროვ ელიტერატურულ პროცესებში.
შექმნის დღიდან კლუბმა კლუბში გაერთიანებულ, ლიტერატურით დაინტერესებულ მოზარდებთან ერთად დაგეგმა და განახორციელა სხვადსხვა აქტივობა: ახალი წიგნების წარდგინებები, შეხვედრები და მასტერ-კლასები მწერლებთან, მთარგმნელებთან და ილუსტრატორებთან, გასვლითი ღონისძიებები მწერალთა სახლში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ლიტერატურულ მუზეუმსა თუ წიგნის ფესტივალებზე, ლიტერატურული დისკუსიები და ვიქტორინები.
კლუბის წევრების შეკრების დროს მოზარდები ეცნობიან ქართველ და უცხოელ ავტორებს, კითხულობენ მათ წიგნებს, მსჯელობენ, წერენ რევიუებსა და ესეებს. იღებენ ინფორმაციას არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებზე.
კლუბის პედაგოგები არიან მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, ქეთევან კალანდაძე და წიგნიერების მენტორები, ირმა მალაციძე და ლელა ცუცქირიძე.