
ქართულ-შვედური სემინარი
2013 წლის 5-7 ნოემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბიბლიოთეკის და საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის &nb...
ქართული საბავშვო წიგნის დღე საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის (საბავშვო მწერლების, მარიამ წიკლაურის და ირმა მალაციძის) თაოსნობით, 2006 წელს დაწესდა. იგი იაკობ გოგებაშვილის დაბადების თარიღს - 27ოქტომბერს (ძვ. სტ. 15 ღვინობისთვე) დაუკავშირა. ეს თარიღი უკვე საქართველოს ბევრ სკოლაში და ბიბლიოთეკებში აღინიშნება.
2006 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართველი ბავშვების წიგნის დღე პირველად აღინიშნა. უნიკალურმა გამოფენამ აჩვენა ქართველი ბავშვების წიგნების განვითარების გზა, პირველი ქართული წიგნებიდან ელექტრონულ წიგნებამდე. გარდა ამისა, გამოიფინა საბავშვო პერიოკა, რომელსაც 125 წლიანი ისტორია აქვს.