
ქართულ-შვედური სემინარი
2013 წლის 5-7 ნოემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბიბლიოთეკის და საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის &nb...
ბიბლიოთეკის მკითხველთა კლუბი მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის წიგნიერების პროგრამის ფარგლებში, მუდმივად მართავს ღონისძიებას „საუბრები ლიტერატურაზე“.
ღონისძიებაში მონაწილეობენ მკითხველთა კლუბის წევრები და თბილისის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები. წიგნის განვითარების ისტორია, ქართული საბავშვო პერიოდიკის ისტორია, ქართველი და უცხოელი ავტორების შემოქმედება და ბიოგრაფია, დიდი მეზღაპრეები, საყვარელი წიგნი და პერსონაჟი, ახალი გამოცემები - ეს ის თემებია, რაზეც კლუბის პედაგოგები ესაუბრებიან მოსწავლეებს.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიმდინარე სასწავლო წელსაც შეუძლიათ თბილისის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს.