Accounting Technologies

ილია ჭრელაშვილი

ილია ჭრელაშვილი

დაიბადა 1963 წელს 

1985 წელს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი; 

1980–1983 სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტზე;                      

1987-2006 მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ესთეტიკური აღზრდის მეთოდოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის უფროსი მეცნიერი თანამშრომელად. 

კითხულობდა დიზაინის ხელოვნების კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ ურთიერთობათა ფაკულტეტზე;                                     

იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი, ხატვა-ფერწერის მასწავლებელი;                       

მონაწილეობს განათლების სამინისტროს პროექტებში: ნაბეჭდი გამოცემების მხატვარი-ილუსტრატორი;        

                                    
იყო “რუსთავი-2 პრინტი”, გაზეთი “24 საათი” მხატვარი-დიზაინერი;    
                 
საბავშვო გაზეთების “12-მდე” და “12 მტრედის” რედაქტორი, მხატვარი-დიზაინერი 
                                             
“EშM” სკოლა-ლიცეუმის სამხატვრო სტუდია “ლიდერის” ხატვისა და ფერწერის მასწავლებელი;   
                          
საბავშვო ცენტრ “”12 მტრედთან” არსებული სამხატვრო სტუდიის ხატვისა
და ფერწერის მასწავლებელი;                                                     

1997 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე “სახვითი ხელოვნების ტერმინოლოგია ქართულში”, მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის
სამეცნიერო წოდება;                                                   
 
გამოქვეყნებული აქვს ხუთი სამეცნიერო შრომა სახვითი ხელოვნების ტერმინოლოგიის საკითხებზე;                        

საბავშვო გადაცემის “12 მტრედი” თანაავტორი ტელეკომპანია “იმედის” არხზე;                                    

საბავშვო გადაცემის “12-მდე” თანაავტორი ტელეკომპანია “რუსთავი-2-ის” არხზე;

თიკა ჯამბურიას სიმღერაზე შექმნილი ანიმაციური კლიპის თანაავტორი;                                   

გაფორმებული აქვს საბავშვო წიგნები, საბავშვო მწერლებისა და პოეტების (ოტია იოსელიანი, ნაირა გელაშვილის, ირმა მალაციძის, ლელა ცუცქირიძის, ვასო გულეურის, მარიამ წიკლაურის, ალექსანდრე დიდებაშვილის და სხვ.) ნაწარმოებები, საბავშვო გაზეთები, საშუალო სკოლის სახელმძღვანელოები (დედაენა, ბუნება, რუსული ენა) დასხვ.                                  

არის საქართველოს ახალგაზრდა მხატვართა კავშირის წევრი.

 

ილუსტრაციები>>

წიგნები