Accounting Technologies

სოფიო კინწურაშვილი

მხატვარი, გრაფიკული დიზაინერი, წიგნის ილუსტრატორი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, გრაფიკის ფაკულტეტი (წიგნის ილუსტრაცია). დიპლომი
პროფესიული აქტივობა:
1974 წლიდან მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი გამოფენის მონაწილე.
1972 წლიდან 1988 წლამდე თანამშრომლობდა ჟურნალ "დილასთან", 1998 წლიდან დღემდე თანამშრომლობს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან. ბოლო წლების ძირითადი ნამუშევრებია: სერია "ყველა დროის საუკეთესო ქართული რომანი", 8 ტომის გაფორმება; უილიამ გოლდინგის "ბუზთა ბატონი"-, შოთა იათაშვილის "ფოტომამები", აგორა კრისტოფის "საერთო რვეული", ზაზა ბურჭულაძის "სიმფსონები" და "მინერალური ჯაზი"-ს გაფორმება, "ქართული საბავშვო ლექსები”-ს ილუსტრირება და გაფორმება, "ახალი დედაენა”-ს და სხვა სახელმძღვანელოების ილუსტრირება, დიზაინი და მრავალი სხვა წიგნის გაფორმება.
2004 წლიდან თანამშრომლობს "კავკასიური სახლი”-ს გამომცემლობასთან - ძირითადი ნამუშევრებია: ნაირა გელაშვილის კრებულების " სარკის ნატეხები", "სერსო", "დრო, პური და ღვინო"-ს გაფორმება, "აკამუკის გზები” და "ტროლეიბუსი ასტარიონი”-ს ილუსტრირება და გაფორმება, ყურანის ქართული თარგმანის გაფორმება და დიზაინი, XX-XI ს.ს. ქართული, აზერბაიჯანული და სომხური პოეზიის კრებულების გაფორმება, "კავკასიური ზღაპრები და თქმულებები"-ს გაფორმება და ილუსტრირება და სხვ.