Accounting Technologies

ლელა ცუცქირიძე

 მწერალი, საბავშვო მწერალი,  მხატვარ-ილუსტრატორი.

დაიბადა  1964 წელს,  თბილისში.  დაამთავრა თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის  ფაკულტეტი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა საბავშვო გადაცემებსა და რედაქციებში.

ამჟამად მუშაობს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, მკითხველთა კლუბის პედაგოგად, ნოდარ დუმბაძის ფონდის საკვირაო სკოლის „ზურიკელას სკოლის“ პედაგოგად,  ამონაშვილის საავტორო ბაღის „ბასტი ბუბუს“  სამხატვრო მენეჯერად.

არის სხვადასხვა ლიტერატურული და შემოქმედებითი პროექტების მონაწილე, სხვადასხვა ლიტერატურული პრემიის ლაურეატი და ნომინანტი ჯი-პრაიდის ტექსტების ავტორი,    საბავშვო სიმღერების ტექსტების ავტორი;

იბეჭდება ლიტერატურულ პერიოდიკაში.  მისი ტექსტები შესულია სასკოლო  სახელმძღვანელოებში, ანთოლოგიებში, ალმანახებსა  და    კრებულებში,  მათ შორის,  ორენოვან (ქართულ-ინგლისურ) და უცხოურ -  გერმანულ, ბერძნულ,  რუსულ, ლიტვურ  ლიტერატურულ კრებულებსა და  ალმანახებში.

თარგმნილია ინგლისურ,  გერმანულ, ბერძნულ, ლიტვურ,  უკრაინულ,  რუსულ, ენებზე.  

მისი  ნახატები ინახება საქართველოს, ლიტვის, აშშ-ს კერძო კოლექციებში.

ჰყავს ერთი შვილი,  ელისაბედ ფირცხალავა.

 

ილუსტრირებული წიგნები:
 

  1. „წარმოიდგინე ელისაბედ“ (ლექსების კრებული) - გამომცემლობა „საუნჯე“, 2016წ.
  2. ბონდო მაცაბერიძის „წერილები წეროს ბუდიდან“, საბავშვო, გამომცემლობა „ბაკმი“, 2017წ.
  3. „მხიარული ოჯახი ...და სხვებიც“,  საყმაწვილო პროზა, გამომცემლობა „საგა“, 2017წ.
  4. ბონდო მაცაბერიძის „ტუსი და თუსი“,  (ავსტრიული გამოცემისთვის), საბავშვო  2018წ.
  5. „მხიარული ანბან-ლექსები სხვადასხვა აქტივობით“,  საბავშვო, საავტორო, გამომცემლობა „საგა“, 2019წ.
  6. „მწერლობანა“, საბავშვო, გამომცემლობა „სეზანი“, 2019წ.
  7. „დათუნია ბრუუს თავგადასავალი“ - საბავშვო პროზა, საავტორო, გამომცემლობა „შემეცნება“, 2019წ.
  8. ლია შალვაშვილის „რა არის სიკეთე“ - საბავშვო, გამომცემლობა „შემეცნება“, 2019წ.
  9. „ატუსა და მატუსა“, საბავშვო პროზა,  საავტორო, სულაკაურის გამომცემლობა, 2020წ