
ია გიგოლაშვილი
ია გიგოლაშვილი ფერწერა, გრაფიკა, წიგნის ილუსტრაცია, ანიმაცია განათლება: სულხან-საბა ორბელიანის სახ. პედ. ინსტიტუტი...
დაიბადა თბილისში 1976 წლის 15 იანვარს. 1992 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 30-ე საჯარო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, ფერწერის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1996 წელს. ამავე წელს ჩაირიცხა სამხატვრო აკადემიაში, ასევე ფერწერის ფაკულტეტზე, დაამთავრა 2002 წელს.
2006 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა სკოლებში, ასწავლის ხელოვნების ისტორიას და ხატვას.
აკადემიაში სწავლის პერიოდიდან თანამშრომლობს საბავშვო ჟურნალებთან „დილა“ და ,,შოკოლიტი’’. ასევე მუშაობს წიგნების ილუსტრაციებზე.