Accounting Technologies

ია გიგოლაშვილი

ია გიგოლაშვილი

ფერწერა, გრაფიკა, წიგნის ილუსტრაცია, ანიმაცია

განათლება: სულხან-საბა ორბელიანის სახ. პედ. ინსტიტუტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი 1987-92 წ.

2014 წ. ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა ლიონში (საფრანგეთი).

2014 წ. “წიგნიერების წლის” ლოგოს კონკურსის პრემია.

2013 წ. თექის გამოფენა სტავანგერში (ნორვეგია).

2012 წ. ილუსტრაციების გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში. 2011 წ. კარიკატურის გამოფენა ქარვასლაში.

2011 წ. ილუსტრაციების ბიენნალე ბრატისლავაში. ყოველწლიური წიგნის ფესტივალი თბილისში, რამდენიმე წიგნის ფესტივალი ფრანკფურთში, ბოლონიაში.

1994 და1996 წ. პერსონალური გამოფენები ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბში.

1994 წ. პროგრამა “ საკვირაო გამოფენა” პირველ სატელევიზიო არხზე.

1997 წ. პირველი პრემია ანიმაციური კლიპისთვის ბავშვობა გავიდა, გაქრა” თბილისის პირველ მუსიკალურ ფესტივალზე ლიგა.

1996 წ. მეორე პრემია (პირველი არ მინიჭებულა) თბილისის საბავშვო წიგნის ილუსტრატორთა კონკურსში “საბავშვო პროზა.

ძირითადი ნამუშევრები

70-ზე მეტი საბავშვო წიგნის და სახელმძღვანელოს ილუსტრაცია. ანიმატორი ანიმაციურ სერიალში “ტრეზზო, ანიმატორი ანიმაციურ სერიალში “ ღარიბები სულ ტირიან”, მხატვარი და ანიმატორი ანიმაციურ სერიალში“ ტელემანია”, დამდგმელი მხატვარი და ანიმატორი ანიმაციურ სერიალში “კვაჭი კვაჭანტირაძე”, მხატვარი და ანიმატორი ანიმაციურ ფილმში “გავარდნილები”. ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები დაცულია საქართველოს და უცხოეთის კერძო კოლექციებში.