
ინტერვიუ ვასილ გულეურთან
„ბავშვივით ოცნება უნდა შეგეძლოს“ - რთულია ბავშვებისთვის წერა? - ალბათ, ამ კითხვაზე ცალსახად ...
ძალიან პროზაულად და ჩვეულებრივად: მომინდა დამეწერა და დავწერე. პატარა ზღაპარი იყო და ერქვა „დეიდა შაქრის ნატეხი“.
ჩემთვის საბავშვოში მუშაობა ბავშვობის ჯადოსნური კარის გახსნას ჰგავს. აბიჯებ ამ კარის ზღურბლს და თავად ხდები ბავშვი, ბავშვის წარმოსახვა გიბრუნდება და შენ თვალწინ ცოცხლდება და ადამიანურ თვისებებს იძენს ყველა და ყველაფერი: ჩიტი, ხე, ქალაქი, მთა, კენჭი, მდინარე, პლანეტა, სიყვარული, სიზმარი...
მაგრამ ბრუნდები რეალობაში და ჰოპლაა, საითაც არ უნდა გაიხედო, პრობლემებიაJპრობლემებია ქართულ საბავშვო ლიტერატურაშიც. ეს ეხება წიგნის გამოცემასაც, ჰონორარებსაც და თარგმნასაც. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით პრობლემურია. სამწუხაროდ, ქართველი საბავშვო მწერლების უმეტესობისთვის თარგმნა და უცხოურ ბაზარზე გასვლა ნამდვილი ფუფუნებაა.
მე კი ვისურვებდი, პროცენტულად იმდენი მკითხველი ჰყავდეს ქართულ საბავშვო წიგნს უცხოეთში, რამდენიც აქ ჰყავს უცხოურ ლიტერატურას.
საერთოდ, მხატვრობა მეორე ჯადოსნური კარია, რომელიც სამიოდე წლის წინ აღმოვაჩინე და რომლის წინაც ძალიან ხშირად ვიტუზებიJ ილუსტრირებული მაქვს ჩემი ორი წიგნი, ერთი სადიდო და ერთი - საბავშვო და ახლა ველოდები ბონდო მაცაბერიძის ორი საბავშვო წიგნის გამოცემას, რომელთა ილუსტრატორიც მე ვარ.
ბევრი რამ: გავმეორდები და ისევ ვიტყვი: გულწრფელობა, ბავშვების უპირობო სიყვარული, საკუთარ თავზე მუშაობა, მონდომება, საბავშვო ლიტერატურისა და მასში მიმდინარე პროცესების ცოდნა, თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინება, პოეზიის შემთხვევაში, ამას ემატება რიტმის უზუსტესი შეგრძნება, გამართული რითმა (ლექსის შემთხვევაში (შინაარსის და ესთეტიკური მხარის გარდა)... და კიდევ სხვა და სხვა და სხვა.
- რა მოგცათ ჯიპრაიდის პროქტმა, რომლის ერთ-ერთი ავტორიც თქვენ ხართ?
ჯიპრაიდის პროექტმა მომცა დიდი გამოცდილება და შემძინა ძალიან კარგი მეგობრები.
-როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქართველი ავტორი უფრო უკეთ გაიცნოს მკითხველმა.
ჩემი აზრით, პირველ რიგში საჭიროა გამომცემლებმა უფრო აქტიურად გამოსცენ ქართველი საბავშვო მწერლების წიგნები, ასევე საჭიროა კარგი რეკლამადა კარგი ლიტერატურული აგენტი.
თუ ჯიპრაიდის წიგნებს არ ჩავთვლით, ჩემი საბავშვო წიგნებია: „გუდანდარას და გუდუ-გუდუს თავგადასავალი“, „ბიბლური იგავები“, მაცივარზე მისაკრავი წიგენების სერია და ახლახანს გამოცემული „ მხიარული ოჯახი ...და სხვებიც“.
უკითხონ ბავშვებს ადრეული ასაკიდან და რაც მთავარია, თავად უყვარდეთ კითხვა და უყვარდეთ წიგნი.
იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი რამ მაინტერესებს, გეგმაც ბევრი მაქვს. ეს ეხება საბავშვო წიგნებსაც. რამდენად მოვახერხებ, არ ვიცი. მინდა დრომქონდეს, ამ გეგმების განსახორციელებლად. თუნდაც სამიოდე თვე. სამწუხაროდ, ამ ფუფუნებას, ისევე როგორც ჩემი კოლეგები, მოკლებული ვარ.