Accounting Technologies

ინტერვიუ მარიამ წიკლაურთან

- ქ-ნო მარიამ, დღეს ხშირად საუბრობენ საბავშვო ლიტერატურის წინაშე მდგარი სირთულეების შესახებ. როგორც წინა თაობის მწერლები აღნიშნავენ ხოლმე , ეს პრობლემა არახალია და ეს დარგი მუდამ სიძნელეეების წინაშე იდგა როგორ ფიქრობთ, რითაა გამოწვეული ეს?

 - ასე მგონია, ბოლომდე გააზრებული არ გვაქვს საბავშვო ლიტერატურის მნიშვნელობა. ცოტათი ალბათ ჩვენი ეთნოფსიქიკის ბრალიცაა, დაახლოებით "დიდი ბომბონიერკები" რომ გვიყვარს მისართმევად და პატარა შეფუთვას, თუნდაც შიგ ძვირფასი ხარისხის შოკოლადი იდოს, ვთაკილობთ. რაღაც ასეთი ხომ არ გვჭირს აქაც? დიდს ვეპოტინებით და პატარა ტექსტებისთვის, პატარა "სახელისთვისაც" ნაკლებად მოტივირებულები ვართ. იქნებ ვცდები, მაგრამ, ფაქტია, საბავშვო ლიტერატურა არც სამეცნიერო კვლევის საგანი გამხდარა აგერ უკვე ათწლეულებია, არც მთარგმნელობითი პროექტების ნაწილი. ის კი არადა, საბავშვო ლიტერატურაზე, უიშვიათესი გამონაკლისის გარდა, არც გადაცემებია, არანაირი საინფორმაციო ჟურნალები ან წერილები. არადა, კომერციულია საბავშვო წიგნი ყველა ქვეყანაში, თუმცა საბავშვო ლიტერატურა აშკარად ითხოვს ახალი ძალების ამუშავებას, ახალ ავტორებს, ახალ თემებს, ახალ სივრცეებს და ახალ მკითხველებს...

  - რაში ხედავთ გამოსავალს?

 - გამოსავალი ალბათ მის სათნადო გააზრებაშია. რამდენად ესმით საბავშვო ლიტერატურის საჭიროება და მნიშვნელობა. საბავშვო წიგნის დიდი არჩევანია, მაგრამ "საბავშვო წიგნი" და "საბავშვო ლიტერატურა" სხვადასხვა რამაა. შესანიშნავი თარგმნილი ლიტერატურა გამოიცემა მკითხველი ასაკის ბავშვებისთვის. მე გამიხარდებოდა, რომ ჩვენ ქართველები, ჩვენ მშობლიურ ენაზეც ვქმნიდეთ ისეთ ლიტერატურას, რომელიც ბავშვებს, მოზარდებს ჭირდება და ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემაში დაეხმარება მათ. ვქმნიდეთ ტექსტებს, რომლებსაც შეიყვარებენ. ასეთი თანამედროვე ავტორები გვყავს, მაგრამ მეჩვენება, რომ ცოტანი არია. და ვინც არიან, მათი პოპულარიზაციაც ნაკლებად ხდება. მათი ჩართვაც დიდ ლიტერატურულ პროცესებშიც ნაკლებადაა. ყველაზე დიდ პრობლემად მაინც ის მიმაჩნია, რომ მკითხველამდე ძნელად მიდის ავტორიც და წიგნი., პედაგოგები, მშობლები არ არიან კარგი მკითხველები. ვერ ადევნებენ თვალს სიახლეებს. ბიბლიოთეკარებმაც ნაკლებად იციან, რა სიახლეებია და რომელია ღირებული წიგნი, რომ შეიძინონ. ისინი მაინც გამომცემელთა მიერ შეთავაზებულ კომერციულ გამოცემებს, კოპირაიტებს და ა.შ ყიდულობენ მცირედი ვაუჩერებით და რაღაც მნიშვნელოვანი შეიძლება დარჩეთ გვერდზე. ჯაჭვივითაა ერთმანეთთან დაკავშირებული პრობლემები დედაქალაქშიც და რეგიონებშიც - ყველგან ერთნაირი სურათია ამ მხრივ. გამოსავალი უნდა იყოს - მეტი აქტივობები, ინტერესის აღძვრა, ინფორმაციების მიწოდება, პოპულარიზაცია, კითხვის პოლიტიკის შემუშავება, ფინანსების გაზრდა და საბიბლიოთეკო პოლიტიკის საფუძვლიანი ცვლილება, როგორც საქალაქო, სოფლის, ასევე სასკოლო ბიბლიოთეკებში და სხვა.

-როგორ ფიქრობთ, რა მოვალეობა აკისრიათ დღეს საბავშვო მწერლებს - გარდა იმისა, რომ შექმნან კარგი ნაწარმოები. 

- მწერალს ყოველთვის ერთიდაიგივე მოვალეობა აქვს: იყოს მიყურადებული თანამედროვე ადამიანის, ბავშვის სულიერ მდგომარეობაზე, პრობლემებზე. ელაპარაკოს მას საინტერესოდ, დააფიქროს ბევრ რამეზე, უდარაჯოს და აცოცხლოს ენა, შექმნას ლიტერატურა, რომელშიაც იქნება დაცული ადამიანური ღირებულებები, შინაგანი სიმართლე, წარმოაჩინოს ადამინების თვისებები, ხასიათები და ასევე ქვეყნის სახეც, მისი ისტორიაც, ფოლკლორიც და თანამედროვეობაც. საქართველოში ჯერ დასაწერია უამრავი წიგნი, რითაც ისევე შეაყვარებ მსოფლიოსაც და ჩვენ საკუთარ ბავშვებსაც სამშობლოსაც, ადამიანსაც, სამყაროსაც ბუნებასაც, როგორც ჩვენ გვაყვარებდნენ მას დიდი მწერლები. მძულს სიტყვა "კომერცია" რადგან კომერციალიზაციამ ბევრი კარგი რამ გასწია გვერდზე და ძალიან საეჭვო ღირებულებები წამოსწია წინ და ამ დანაშაულზე თუ პასუხს ვერ ვაგებთ, იმდენი მაინც უნდა გავაკეთოთ, რომ სამყაროს სიმართლე გადავარჩინოთ - ადამიანი! ადამიანური სიმართლე! ადამიანში - სიხარული, თანალმობა! სიხარულისა და სევდის ცრემლი უნდა ვაცოცხლოთ!!!! ამას უნდა ემსახურებოდეს ნამდვილი მწერალი.

  - საგამომცემლო სივრცეზე რას იტყოდით - რამდენად მორგებულია მათი საქმიანობა ავტორის ინტერესებს. კონკრეტულად რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას სიტუაციის გასაუმჯობესელებლად?

 - გამომცემლობა მაინც ბიზნესზე, მოგებაზე გათვლილი კომერციული სტრუქტურაა. არსებობენ ისეთი პროექტებიც, რომელსაც სხვა რამის მოგების ხარჯზე ან ნაკლები მოგებისა და მეტი სარგებლის ბალანსით აწესრიგებს გამომცემელი. მაგრამ საზოგადოდ მაინც გამომცემლებს მეტი ურთიერთობა მოეთხოვებათ ავტორებთან. თუნდაც იმიტომ, რომ ამ სწრაფადცვლადი და მედინი დროის შეკვეთას გაუძლოს მათმა კომერციამ. ჭკვიანი გამომცემელი ალბათ, მოძებნის ან შექმნის პირობებს, რომ მოძებნოს საინტერესო ავტორები, შემოიკრიბოს, მოტივაცია აუმაღლოს მათ და ამუშაოს, თუნდაც თავისივე შორსგამიზნული კომერციული ინტერესების გათვალისწინებით. ასე მგონია და თუ ვცდები, მაპატიოს ყველა გამომცემელმა. მე რომ მქონდეს გამომცემლობა, პირდაპირ შევიმუშავებდი სამომავლო პროექტებს, თემატურ პროექტებს, რომელთა ფარგლებში თუ ინდივიდუალურად ვერა, გავაერთიანებდი 2-3 მწერალს, ჯგუფებად და დაკვეთებს მივცემდი ყველა იმ თემაზე, რაზეც უნდა არსებობდეს და არ არსებობს საკითხავი წიგნები. მაგრამ რადგან ბაზარიც ცოტაა, მყიდველიც ჭირს, გამომცემელს

ურჩევნია, კომერციულად გამართლებული პროექტების კოპირაიტები შეიძინოს და ასე ვთქვათ, იაფად აკეთოს მეტი ფული, ვიდრე იხადოს ავტორის, მხატვრის, მერე მათი "პიარის" ჰონორარები და მაინც ვერ გავიდეს შედეგზე, რადგან საზოგადოებას, ნოდარ დუმბაძის შემდეგ, არ ჰყავს ავტორიტეტები. ეს მოიტანა ჩვენმა ოცდაათწლიანმა პოლიტიკამაც. სანამ ჩვენი ქვეყანა არ გაიმართება წელში, ასე იქნება სულ, მაგრამ ქვეყანა ვერასდროს გაიმართება წელში, თუ მას არ ეყოლება წიგნიერი, განათლებული საზოგადოება. რადგან ამ რკალის გარღვევა ურთულესია, ყველამ ცოტ-ცოტა ვეცადოთ და პატარა-პატარა ნაბჯები გადავდგათ და აი, ამ ცოტას შეიწირავს ჩვენგან ღმერთიც და ადამიანიც და ძნელად, მაგრამ მაინც რაღაც სიკეთე იქნება. ქართველი ავტორი რომ მოგიტანს კარგ ტექსტს, არ უნდა უთხრა გამომცემელმა, სამი წელი უკვე დაგეგემილი მაქვს და ვერ გამოგცემთო. ეს ავტორის მოკვლის ტოლფასია. ამიტომ ვინატრებდი, რომ ქართველი ავტორების კარგ ტექსტებს ჰქონდეს მინიჭებული მცირედი "ფორა"

"ნოდარ დუმბაძის გამომცემლობაში", სერიით "ლიტერატურა საზღვრებს გარეშე": უკრაინელი პოეტის, ნატალია ტროხიმის და ლიტველი პოეტის, ვლადას ბრაზიუნასის ლექსების თარგმანები. ვლადასიც და ნატალიაც ჩინებული პოეტები არიან და მიხარია, რომ ორთავენი საბავშვო ლექსებსაც წერენ და წიგნებადაც გამოსცემენ. დიდი სურვილი მაქვს, თუ მოვახერხე დავასრულო კარგა ხნის წინ დაწყებული საბავშვო პროზა ე.წ. თავებიანი წიგნი, და საერთოდაც, ბევრი რამ მინდა გამოვცე: საბავშვო პატარა მოთხრობები ილუსტრაციებით, თარგმანების ერთიანი კრებული პოეზიაში და ა.შ. მაგრამ ამდენს არ ვიცი, რამდენი გამომცემელი ეყოფა, ელექტრონული წიგნებს კი, მიუხედავად შარშანდელი წარმატებისა, მაინც ნაბეჭდი წიგნი მირჩევნია. გამომცემლობა "ბაკმისთვის" შევადგინე ერთერთი ტომი სერიაში "სასკოლო ბიბლიოთეკა", სახელწოდებით "ქართული საბავშვო პოეზია" და ველი მის გამოცემასაც. ველი ასევე "ცოცხალი წიგნების" მეოთხე სეზონის დაწყებას და შეხვედრებს თბილისის საჯარო სკოლებში ამავე პროექტის ფარგლებში. რთული და საპასუხისმგებლო წელი უდგას წელს ქართულ ლიტერატურას - ფრანკფურტს ვგულისხმობ. მინდა, წარმატება ვუსურვო დარგს, რომელსაც შეუძლია დიდი სიხარული აჩუქოს მკითხველს, და რომელიც ყოველგვარი მოდის, სნობიზმის, კლანურობის, პოლიტიკანობის, ზოგიერთი არასამთავრობო სექტორის თავსმოხვეული იდეოლოგიების თუ ა.შ ყველაფერზე მაღლა უნდა იდგეს და ინარჩუნებდეს თავის სიმართლეს!

გამომცემლებისგან.  მესმის, რომ კომერცია ჩვენზე შეუვალი ბატონია, კერპი და ჯიუტი, უკმეხი და უზრდელიც, სასტიკი და არაჰუმანური, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ადამიანი კომერციაზე ძლიერია. ხომ გახსოვთ "ზევსი ძლიერია, მაგრამ ბედისწერა ზევსზე ძლიერიაო" აი, ასე უნდა გაუთანაბრდეს ადამიანიგამომცემელი თავის სინდისით ბედისწერას). ამის სამაგალითოდ თუნდაც ჩემი წიგნის "მხიარული რეცეპტების" გამოცემის ისტორია გამოდგებოდა და გამომცემლობა "სეზანის" მესვეური, ქალბატონი მანანა კარტოზიას საქციელი. მადლობა მინდა მას გადავუხადო ჩემი თანადგომისათვის.

- წელს პირველად დაარსდა  პრემიას საბავშვო ლიტერატურაში იაკობ გოგებაშვილის სახელობის  პრემია, რომლის ლაურეატიც თქვენ გახდით. როგორ შეაფასებთ ამ მოვლენას?

 - დიდი ხნის ოცნება გვქონდა, რომ საბავშვო ლიტერატურისთვის სახელმწიფოში ეარსება სერიოზულ კონკურსს. თქვენც, მეც, ჩვენი ბევრი კოლეგაც ბევრჯერ ვცდილობდით ამ მიმართულებით რაიმე შედეგის მიღწევას, მაგრამ აქამდე ეს არ მოხერხდა და თანადგომისთვის მადლობას ვუხდი ამ პროექტის განხორციელებაში კულტურის სამინისტროს.  აი, დაარსდა კონკურსი, ყოველწლიური, ყველა სტანდარტის დაცვით და მიხარია, რომ ეს მოტივაციაა ჩვენი დარგისთვის და აქ მოღვაწე ადამიანებისთვის. პრემია დიდი პატივია ჩემთვის და ყველა იმ ავტორისთვის. თუ ეს პრემია არ გაზრდის გამომცემლობებეის აქტივობას, ავტორთა ცნობადობას, წიგნების პოპულარიზაციას და დარჩება მწერალთა სახლის ერთ რიგით ღონისძიებად, ეს იქნება ცუდი.

- როგორია თქვენ, როგორც ავტორის  უახლოესი გეგმები.

 - ორი წიგნი გამომცემლობა "ინტელექტს" ჩავაბარე, უფრო სწორად, ტექსტები, ერთი შარშანდელი "საბას" ნომინატია, პოეზიის კრებული "დაჯერებისთვის", სადიდო, მეორე ასევ სადიდო პროზაა, ერთგვარი მინიატურებისა და ჩანაწერების კრებული "ჩემო ვარდისფერო ირმებო". ასევე ორი წიგნი უნდა გამოიცეს წელს.

 

ჟურნალი „თანამედროვე საბავშვო ლიტერატურა“, 2018 წ.