Accounting Technologies

ინტერვიუ ია გიგოლაშვილთან

- რამდენად მნიშვნელოვანია საბავშვო წიგნისთვის ილუსტრირება?

-საბავშვო წიგნი ილუსტრაციების გარეშე, ალბათ, ძნელად თუ წარმოგვიდგენია ვინმეს. მაგრამ აქ ზომიერების დაცვაა აუცილებელი. რა თქმა უნდა, სულ პატარებისთვის უხვად დასურათებული წიგნი უფრო საინტერესოა, უფრო მეტიც, ბავშვისთვის, რომელმაც ჯერ კითხვა არ იცის, წიგნთან ურთიერთობა ილუსტრაციით იწყება. მაგრამ მოზრდილი ბავშვებისთვის, წამყვანი მნიშვნელობა უკვე ტექსტს ენიჭება, რადგანაც ეს ის ასაკია, როცა ბავშვმა დამოუკიდებლად უნდა შესძლოს წაკითხულიდან აზრის გამოტანა, თვითონ უნდა მოახერხოს პერსონაჟების ხასიათის ამოცნობა, გარემოს წარმოდგენა. სწორედ კითხვა უწყობს ხელს ფანტაზიის და წარმოსახვის უნარის განვითარებას. ამიტომ ზედმეტი დასურათება, როდესაც მკითხველს მზამზარეულად ვაწვდით ყველაფერს, საშუალებას არ უტოვებს ბავშვს  წაკითხულზე თვითონ დაფიქრდეს და იმსჯელოს და ამით, ნამდვილად არ უწევს კარგ სამსახურს.

-როგორი უნდა იყოს საბავშვო წიგნის ილუსტრაცია? უმცროსი ასაკითვის, უფროსი ასაკისათვის...

- ფერწერა, გრაფიკა, წიგნის ილუსტრაცია, ანიმაცია განათლება: სულხან-საბა ორბელიანის სახ.  პედ. ინსტიტუტის სახვითი ხელოვნების   ფაკულტეტი 1987-92 წ. 2014 წ.  ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა ლიონში (საფრანგეთი).  2014 წ.  “წიგნიერების წლის“ ლოგოს კონკურსის პრემია.  2013 წ. თექის გამოფენა სტავანგერში (ნორვეგია).  2012 წ. ილუსტრაციების გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში. 2011 წ. კარიკატურის გამოფენა ქარვასლაში.  2011 წ. ილუსტრაციების ბიენნალე ბრატისლავაში. ყოველწლიური წიგნის ფესტივალი თბილისში, რამდენიმე წიგნის ფესტივალი  ფრანკფურთში,  ბოლონიაში.  1994  და1996 წ.  პერსონალური გამოფენები ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბში.  1994 წ.  პროგრამა “ საკვირაო გამოფენა“ პირველ სატელევიზიო არხზე.  1997 წ.  პირველი პრემია ანიმაციური კლიპისთვის  ბავშვობა გავიდა, გაქრა“ თბილისის პირველ მუსიკალურ ფესტივალზე ლიგა.  1996 წ. მეორე პრემია (პირველი არ მინიჭებულა) თბილისის საბავშვო წიგნის ილუსტრატორთა  კონკურსში “საბავშვო პროზა. ძირითადი ნამუშევრები 70-ზე მეტი საბავშვო წიგნის და სახელმძღვანელოს ილუსტრაცია. ანიმატორი ანიმაციურ სერიალში “ტრეზზო,  ანიმატორი ანიმაციურ სერიალში “"ღარიბები სულ ტირიან", მხატვარი და ანიმატორი ანიმაციურ სერიალში“"ტელემანია", დამდგმელი მხატვარი და ანიმატორი ანიმაციურ სერიალში "კვაჭი კვაჭანტირაძე", მხატვარი და ანიმატორი ანიმაციურ ფილმში "გავარდნილები".  ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები დაცულია საქართველოს და უცხოეთის კერძო კოლექციებში. ია გიგოლაშვილი

-იდეალური ურთიერთობაა, როდესაც ავტორი მხატვრისთვის საინტერესოა და წაკითხული ტექსტი ილუსტრაციის შექმნის სურვილს უჩენს, ავტორს კი, მხატვრის სტილი მოსწონს და მის მიერ შექმნილი ილუსტრაციები საკუთარ წარმოსახვაში დახატული სურათების იდეალურ ანარეკლად მიაჩნია. გამომცემელი კი, საორგანიზაციო საკითხებს უძღვება და შემოქმედებით პროცესში არ ერევა.

-როგორ ილუსტრაციებს ისურვებდით სასკოლო  სახელმძღვანელოებში.

-ისეთივეს, როგორც სხვა საბავშვო წიგნებში-პოზიტიურს და სახალისოს. და ცოტა იუმორითაც უნდა იყოს გაკეთებული, მასალით დაინტერესებას რომ შეუწყოს ხელი და ის დასამახსოვრებლად ადვილი გახადოს.

- თქვენი აზრით,  წარმატების რა შანსები აქვს თანამედროვე ქართულ საბავშვო წიგნს და ქართველ საბავშვო ილუსტრატორებს თუნდაც ბოლონიის საბავშვო წიგნის ფესტივალზე?  რა არის ამისთვის საჭირო ილუსტრატორის, გამომცემლობის, სახელმწიფოს მხრიდან? 

- მხიარული, ნათელი ფერების და ესთეტიური. რა თქმა უნდა, სილამაზეზე, სხვადასხვა ადამიანებს შეიძლება განსხვავებული წარმოდგენა გვქონდეს, მაგრამ აშკარად მახინჯი და უღიმღამო ილუსტრაციების ადგილი საბავშვო წიგნში არ არის. გემოვნების ჩამოყალიბებაც ხომ ამ ასაკში ხდება.

-რა  ტენდენციები შეინიშნება   თანამედროვე საბავშვო მხატვრობაში;

 -ამას წინა კითხვას დავუკავშირებდი. ნოვატორული და ორიგინალური ილუსტრაციების შექმნის მცდელობისას, თანამედროვე მხატვრებს ზუსტად რომ ესთეტიურობა ავიწყდებათ ხშირად. ეს ძალიან სამწუხაროა.

-შეუძლიათ თუ არა თანამედროვე ქართველ საბავშვო ილუსტრატორებს კონკურენცია გაუწიონ უცხოელ ილუსტრატორებს? თუ არა, რატომ?

-კი, ნამდვილად შეუძლიათ. საბედნიეროდ, ბევრი ძალიან კარგი საბავშვო ილუსტრატორი გვყავს. საერთოდ, მხატვრობა ისეთი სფეროა, რომელიც ძნელია რამით შეზღუდო. მით უმეტეს, დღევანდელი საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ქართველ ილუსტრატორებს  საშუალებას აძლევს საქმის კურსში იყონ, ამ სფეროში რა ხდება, როგორ მუშაობენ მათი კოლეგები სხვა ქვეყნებში. არც უცხოურ გამომცემლებთან თანამშრომლობაც  და გამოცდილების ურთიერთგაზიარებაა შეუძლებელი. ამითომ, ვფიქრობ, ქართული საბავშვო ილუსტრაცია, საერთაშორისო ასპარეზზე თავს არ შეირცხვენს.

-რა პრობლემების წინაშე დგანან ქართველი ილუსტრატორები;

-ძირითადად, იგივე პრობლემების წინაშე, რაც სხვა პროფესიების წარმომადგენლები-ფინანსური.

-როგორ გესახებათ  იდეალური  სამუშაო  ურთიერთობა  ილუსტრატორს, ავტორსა და გამომცემლობას შორის;

-წარმატებისთვის, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ დარგში, თავისი საქმის სიყვარულია საჭირო.

-რა პრობლემებს აწყდებით თქვენ, როგორც საბავშვო წიგნის ილუსტრატორი.

-ვერ ვიტყვი, რომ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, რამე სპეციფიურ პრობლემებს ვაწყდები.

-რამდენი საბავშვო წიგნი გაქვთ დასურათებული?

-70-ზე მეტი მხატვრული და სასწავლო საბავშვო წიგნი მაქვს ილუსტრირებული.