
ინტერვიუ ვასილ გულეურთან
„ბავშვივით ოცნება უნდა შეგეძლოს“ - რთულია ბავშვებისთვის წერა? - ალბათ, ამ კითხვაზე ცალსახად ...
საბავშვო მწერალი თვითონ უნდა იყოს ცოტათი ბავშვი
ინტერვიუ ირმა მალაციძესთან
ლიტფორუმი ებლიტფო
ებლიტფო: - ქალბატონო ირმა, რამ განაპირობა თქვენი საბავშვო ლიტერატურაში მოღვაწეობა. თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია საბავშვო ლიტერატურის განვითარება დღეს? ვინ წერს დღეს ბავშვებისათვის და როგორ? სად მთავრდება "ბავშვობა" და კითხულობენ თუ არა დიდები საბავშვო ნაწარმოებებს? რატომ?
ი.მ. - საბავშვო ლიტერტურის მნიშვნელობაზე საუბარი ალბათ ზედმეტია, ყველას კარგად გვესმის, რომ საძირკველის გარეშე შენობა ვერ აშენდება. თუ ბავშვს თავიდანვე არ გამოუმუშავდა კითხვის უნარ-ჩვევა, ასაკის შესაბამისადარ გაეცნო ლიტერატურას, მომავალში ის წიგნს ვეღარასდროს შეიყვარებს.
დღეს ამ კუთხით მართლაც რომ კატასტროფული მდგომარეობაა საქართველოში. შედეგად ერი უწიგნურ თაობას მიიღებს, მწერლები კი, არც მეტი, არც ნაკლები, მკითხველის გარეშე დარჩებიან.
რაც შეეხება ჩემს დაინტერესებას საბავშვო ლიტერატურით, ძნელი იმის ახსნა, რაც თავისთავად ხდება. ჩემში იმდენად ძლერია ბავშვობის მონატრება, რომ, როგორც ჩანს, ამან ასახვა საბავშვო ნაწარმოებებში ჰპოვა. საბავშვო მწერალი თვითონ უნდა იყოს ცოტათი ბავშვი,
ებლიტფო: რას საქმიანობს თქვენს მიერ დაარსებული ფონდი "ლიბო"?
ი.მ. - შეგახსენებთ, რომ საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი 2006 წელს ჩამოყალიბდა და არსებობის მანძილზე რამდენიმე პროექტი განახორციელა. ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის აოლბათ მაინც ქართული საბავშვო წიგნის დღის დაწესებაა, რომელიც გასული წლის 27 ოქტომბერს უკვე მეორედ აღინიშნა, ამჯერად საპატრიარქოსათან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გვიმასპინძლა. პირველად კი ქართული საბავშვო წიგნის დღე ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საუკუნენახევრიანი ისტორიის მქონე ქართული საბავშვო ლიტერატურის გამოფენით აღინიშნა.
გარდა ამისა, ფონდმა სახალხო ბანკის ხელშეწყობით დაიწყო `საბავშვო ლიტერატურის ალმანახის~ გამოცემა (რედ. მ.წიკლაური) გამოვიდა სამი ნომერი, რომელიც ისევ და ისევ ფინანსური პრობლემების გამო შეჩერდა. დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ მალე შევძლებთ მის განახლებას, ვინაიდან იმ ფონზე, როგორიც დღეს საქართველოში საბავშვო პერიოდიკასთან
დაკავშირებითაა შექმნილი, ალმანახის დაბადება მართლაც რომ უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო.
ებლიტფო: როგორია მწერლისა და გამომცემლის ურთიერთობა დღეს? რამდენად ეადვილება მწერალს გამომცემლის მოძებნა?
ი.მ: - ეს ქართველი ავტორების ყველაზე მტკივნეული პრობლებაა. გამომცემლის, ასე ვთვათ „მოძებნა“ და მისი დაინტერესება ქართულ სინამდვილეში ძალიან რთულია. გამომცემელს სამომხმარებლო ბაზარი თავის პირობებს კარნახობს და ისიც, ასე თუ ისე, იძულებულია გაითვალისწინოს ეს.
ხოლო ქართული საზოგადოება დღეს არ იცნობს თავის ავტორებს, უფრო მეტიც, მშობლებს და პედაგოგებს წარმოდგენაც არა აქვთ, რომ დღეს საბავშვო ჟანრში ვინმე რამეს ქმნის. ამდენად, გამომცემლისთვის მომგებიანი არაა ქართული სახელის გამოცემა, შესაბამისად ავტორს რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდგე, დააინტესესოს გამომცემელი, სტიმული ეკარგება, რომ განაგრძოს მუშაობა და შექმნას ახალი ნაწარმოებები.
დამეთანხმებით, როდესაც გამოუცემელი გრჩება ხუთი, ექვსი წიგნი, მეშვიდეს დასაწერად აღარც ხალისი გაქვს და აღარც სურვილი. ქალბატონი მარიამ წიკლაური, საბავშვო პოეტი, ხშირად ამბობს და მეც ვიმეორებ – მწერლები წიგნებს წერენ და ჭერში აწყობენ. დიდი იმედი მაქვს, რომ ოდესმე ვინმე აიხედავს სხვენზე და ამ წიგნებს ბავშვებამდე მიიტანს, თორემ ვისთვის ვწერთ, თუ ბავშვმა არ წაიკითხა?
ებლიტფო: - .თუ ღებულობთ მონაწილეობას ლიტ. კონკურსებში და საბავშვო ლიტერატურაში რა ხდება ამ მხრივ?
ი.მ: - რაც შეეხება კონკურსებს, არც აქ გვაქვს სახარბიელოდ საქმე. გარდა 1995 წელს გამომცემლობა „დიოგენეს“ მიერ ორგანიზებულ საბავშვო ლიტერატურისა და და ჟურნალ „დილის“ 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონკურსებისა, საქართველოშო ბოლო ათწლეულების მანძილზე არანარი სხვა კონკრუსი არ გამართულა. არ არსებობს სახელობითი პრემიები ამ ჟანრში, რაც სამწუხაროა. მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ ვუსმინოთ, როგორ ამაყობენ ევროპული ქვეყნები საბავშვო ლიტერატურის ჟანრში დაწესებული უზარმაზარი პრემიებით.
თუმცა მაინც იმედი მაქვს, რომ მალე მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება და საზოგადოებაც და სახელმწიფო სტრუქტურებიც მეტ ყურადღებას დაუთმობენ ამ პრობლემას.
სადიდო პროზაში მდგომარეობაა ბევრად უკეთესადაა, საკმაოდ ხშირად ტარდება ლიტერატურული კონკურსები - „პენ-მარათონი“, „წერო“, ლიტერატურული პრემია „საბა“. მათში, რასაკვირველია ვიღებ მონაწილებას, ხან წარმატებით, ხან წარუმატებლად, მაგრამ მთავარი ეს არაა. მთავარია, რომ ლიტერატურის განვითარებაზე ვიღაც ზრუნავს და ეს ქვეყნისათვის ჯერ კიდევ ღირსების საკითხია.
ებლიტფო: თქვენი სადიდო პროზა რითაა საინტერესო და გამორჩეული სხვა მწერალ ქალთა პროზიდან? და რა განასხვავებას ხედავ "მამაკაცურ" და" "ქალურ" ქართულ პროზას ერთმანეთისაგან. საერთოდ რამდენად "გონივრულია" პროზის ასეთი დაყოფა.
ი.მ.: - ძნელია საკუთარ შემოქმედებაზე საუბარი. მე თავს მაინც საბავშვო მწერლად უფრო მივიჩნევ და ვგრძნობ, რომ ამით უფრო მეტს შევძენ ადამიანებს, ვიდრე სხვა ჟანრში, იქნება ეს პროზა, პოეზია თუ თარგმანი. ერთადერთი, რაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა ჩემს შემოქმედებაზე (ვგულისხმობ სადიდო პროზას) ისაა, რომ ვცდილობ ვიყო გულწრფელი. იმედია, მკითხველიც გრძნობს ამას. ჩემი მოთხრობების უმრავლესობა ავტობიოგრაფიულია, ამიტომ სიყალბისათვის ადგილი არ მრჩება. ჩემი პროფესიის წყალობით (ჟურნალისტი გახლავართ) ძალიან მრავალფეროვანი ცხოვრება მქონდა, შევხვედრილვარ უამრავ ადამიანს, ხშირად ვმუშაობდი რადიკალურად განსხვავებულ სფეროებში, ვცხოვრობდი სხვადასხვა ქალაქებში და ქვეყანაშიც კი.
ეს ყველაფერი გამოცდილებად გროვდებოდა და ადრე თუ გვიან რაღაცაში უნდა გამოვლენილიყო. ეს ლიტერატურა აღმოჩნდა. სასიამოვნო შეგრძნებაა, რომ იმას, რაც მეხსიერებას რჩება, ილექება და მხოლოდ შენია, უცებ სხვებსაც უზიარებ და შენი მკითხველი თითქოს შენი ცხოვრების თანამონაწილე და მოწმე ხდება.
ვერ დავეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც ლიტერატურას `ქალურ~ და `მამაკაცურ~ პროზად ახარისხებენ. თანაც, რატომღაც `ქალური~ პროზა ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიება ხოლმე. კი, ხელწერით შესაძლებელია გამოიცნო, ქალის დაწერილია ნაწარმოები, თუ კაცის, მაგრამ ეს, ჩემი აზრით მხოლოდ ხიბლსა და სიმსუბუქეს მატებს ქალი მწერლის ნაწარმოებებს.
ებლიტფო: რას გაძლევთ ,,საინტერნეტო სალიტერატურო ურთიერთობები? ზოგადად რას გაძლევს მკითხველთან შეხვედრები (ეროვნულ ბიბლიოთეკაში მსგავსი შეხვედრაც გაიხსენეთ), როგორი მკითხველები არიან თქვენი მოსწავლეები?
ი.მ: - ინტერნეტ სივრცეში გამოჩენილი ლიტერატურული საიტები ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ასპექტში. უპირველეს ყოვლისა, ის საშუალებას იძლევა, გაეცნო ბევრი ადამიანის შემოქმედებას, აღმოაჩინო შენთვის საინტერესო ავტორები, რომლებიც ნაკლებად იბეჭდებიან ლიტერატურულ პერიოდიკაში. იოლია ინფორმაციის გაცვლა, სწრაფია და კომფორტული.
ახალგაზრდები, რომლებიც წიგნს ძალიან დაშორდნენ და ძირითადად ახალი ტექნოლოგიებით არიან გატაცებულნი, ამ საიტების მეშვეობით შეიძლება ისევ დავაახლოვოთ ლიტერატურას. ანუ თანამედროვე ტექნოლოგიები შეიძლება ითქვას, ცოტა `ეშმაკურად~ გამოვიყენოთ მიზნის მისაღწევად. რაც შეეხება ჩემს მოსწავლეებს, რა გითხრათ. კონკრეტულად მათზე არ ვისაუბრებ, ზოგადად ვიტყვი – დღეს ამ მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა. უფროსკლასელების უმეტესი ნაწილი ან საერთოდ არ კითხულობს წიგნს, ან კითხულობს მდარე ხარისხის დეტექტიურ და ბულვარულ რომანებს, რომლებიც ვერ გააფრთოებს მათ თვალსაწიერს და ვერც მათ პიროვნულ
ზრდას შეუწყობს ხელს. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ჩემს მოსწავლეებს გავაცნო თანამედროვე ქართული ლიტერატურა, ხშირად ვაწყობთ შეხვედრებს მწერლებსა და პოეტებთან, ეცნობიან ლიტერატურულ პერიოდიკას და ვფიქრობ, რომ ეს ნაყოფს ადრე თუ გვიან გამოიღებს.
ებლიტფო: - რა ურთიერთობები გაქვთ უფროსი თაობის მწერლებთან, რომელი მწერლისგან რა ისწავლეღ და რა შეიძლება ისწავლონ თქვენგან მომავალმა მწერლებმა?
ი.მ: - უფროსი თაობის მწერლებთან? ამ ადამიანების მოხსენიება მოწიწების გარეშე არ შემიძლია. ახალაგაზრდა მწერლები დავალებული ვართ წინა თაობისაგან, ვინაიდან ყველა ავტორს ჰყავს საყვარელი მწერალი, რომლის შემოქმედებამაც ადრე თუ გვიან ხელში კალამი ააღებინა და წერა დააწყებინა. ჩემი სათაყვანებელი მწერალი ოთარ ჭილაძე გახლავთ, რომლის შემოქმედება უდიდესი მუხტის მომცემია ჩემთვის და ალბათ ბევრი სხვა შემოქმედისათვისაც.
დიდი სიამოვნებით ვმეგობრობ უფროსი თაობის საბავშვო მწერლებთან, ქალბატონ დოდო ხიმშიაშვილთან, ქეთევან ჭილაშვილთან, ნინო ბეზარაშვილთან. სხვათა შორის, ძალიან უცნაური განცდა მაქვს ყოველთვის, როცა ამ ადამიანებს ვხვდები. მახსენდება ბავშვობა, როდესაც ჟურნალ `დილაში~ მათ ნაწარმნოებებს ვკითხულობდი ხოლმე. მაშინ ალბათ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ამ ადამიანებთან მეგობრობა მომიწევდა, თუნდათ ასაკობრივი სხვაობის გამო. დღეს კი მათ გვერდით თავს ისე ვგრძნიბ, თითქოს არცაა ეს სხვაობა და ჩვენ ერთ ენაზე, ერთ პრობლემებზე ვსაუბრობთ და ერთ საქმეს ვემსახურებით. უნდა ავღნიშნო, რომ ისინი ყველა ჩვენს წამოწყებას გვერდით უდგანან და ყველაფერში გვეხმარებიან. მათ გარეშე მართლაც ბევრი რამე არ გამოგვივდოდა და ამისათვის მადლობას ვუხდი მათ.