Accounting Technologies

„მონტებულსუ“

ზაზა თვარაძის „მონტებულსუ ანუ ელის არაჩვეულებრივი მოგზაურობა“ სავსეა უცნაურსახელებიანი პერსონაჟებით: მითიძვინძვინა, ბევრუყი, ავადონამპლი, ქვაფორე, ბაბუდაყი, თვალიკაკა, კეთილი ჯადოქრები პეულეფი, ბაფუკი,  ბანეგროსი, ნიქტოპოლინე, პამფალიონი და ალფომეგუსი. აქ შეხვდებით მანათობელ ბავშვებს, მოლაპარაკე კიტრსა და ბეღურა ელიზბარს, ოქროსუბნელ ჭრელთვალას,პოეტ ლექსო ყანჩაველს, უსათნოეს მამიდა ეთერს,გეოგრაფოსს, იადონ ინოს, კატა სამსონს, მაწანწალა ძაღლებსკუკუსას, პუჭოსადა ჯუბოს, მეფე კუზმაზს...იმოგზაურებთ ღრმაღელედან ოქროყანამდე კენგურეთის, კუზლანდიისა და თბილისის ნაცნობ-უცნობი ადგილების გავლით.

წიგნის მთავარი გმირი ელენე მზიანი დღეებით, ფიჭვების შრიალითა და წიწვის სურნელით ტკბება, ეზოში ფერად სათამაშო კიბეებსა და ნავებზე ერთობა. მაგრამ... დაიწყება ომი და მის გარშემო ყველაფერი შეიცვლება:მამას ომში წაიყვანენ, დედას თვალები ცრემლით აევსება, ბებია ღამეებს პურის რიგში ატარებს, ადამიანები მოიწყენენ, საქანელებს საღებავი გადაეცლება... ასე გრძელდება, სანამ დაჭრილ ჯარისკაცებს თბილისის საავადმყოფოებში არ გაანაწილებენ და ელის გულში დიადი გეგმა არ აიღებს დასაბამს.

მონტებულსუ თილისმაა, რომელიც ელენეს მამამაჩუქა - ზურმუხტისთვალებიანსპილენძის ბუს გულზე ხის დაფა ჰკიდია წარწერით N14, ხელში კი ფრანი უჭირავს. ფრანი თუ გაანათებს, მონტებულსუ სურვილების ასრულებას შეძლებს. როგორ? ამის გასაგებად ელენეს უნდა გაჰყვეთ იმედით, შიშით, მუქარით, ხვეწნით, კეთილი და ბოროტი არსებებით სავსე გზაზე. ელი-გოგოსბევრი ოცნება აქვს - სურს სიმართლისა და ცუდის ცნობის უნარს ფლობდეს და მზეთუნახავისნაირი ოქროსფერი თმაც ჰქონდეს, მაგრამ ჯერ მხოლოდ ერთ სურვილს ჩასჩუჩულებს თავის თილისმას: „მონტებულსუ, მონტებულსუ, მაპოვნინე მამაჩემი!“

თილისმა ჯადოსნური ნივთი, რომელიც მის მფლობელს განსაცდელისგან იცავს. მას  წარმატების მოტანა და გუნებისგაუმჯობესებაც შეუძლია. თილისმა შეიძლება გამოვიყენოთ ნებისმიერი ნივთი სამკაულიდან დაწყებული, ქვის ნატეხითა და ხის ქერქის ნაჭრით დამთავრებული. თქვენც შეგიძლიათ შექმნათ და თან ატაროთ საკუთარი თილისმა.

 

მაკა ლდოკონენი