Accounting Technologies

მხიარული ოჯახი და სხვებიც...

მაკა ლდოკონენი.

გსურთ ზაფხულის არდადეგებზე ბევრი იცინოთ, ახალი გასართობებიდა თამაშები გამოიგონოთ?

მაშინ წაიკითხეთ წიგნი, რომლის მთავარი გმირები ამ ქვეყნად ყველაზე მხიარული ოჯახის წევრები არიან. ბებიას მიაუ ჰქვია, ბაბუას - ამუ, დედას  - ტუსუნა, მამს - ბუსო, შვილებს - მემი, ბუბიკო, ზუზუ და დუდო. საუზმიდან დაღამებამდე, ბატებიანი სერვიზის კარადიდან სოფელ ბრუგუბრუგუმდე თავგადასვლები არა აკლდება ამ რვა ადამიანს და ... სხვებსაც:

ყველაფერის გამყიდველ ნორას, მერიდაქექო მასწებს, კატებიან დირექტორს, ფრიდონს, წითელბანტას, ლიოს, სევდიანსიმონს, გუჩოს, ნომეს, ლიელის, ფუფას,ტყუპიდებატუსასა და მატუსას, მარტას ძროხა მუმელინათი, ტარტალინა კუზინეს თხა ელპიდეთი, ჩემოდან ვარლამითა და ჩიტებით, ჯადოქარპოსის, ბაყაყკ უაკუას, კატებსა და მსადაევას, თევზ პლატონს, ძაღლ პავლეს,საწვნესა და სარძევეს ბატებს...

მხიარული ოჯახი და სხვებიც“ ლელა ცუცქირიძემ თავად დაასურათა. მისი ილუსტრაციები იუმორითაა გაჯერებული და მხიარულზე მხიარულ ტექსტს მეტ ხალისს მატებს. ამაში პირველივე ნახატიდან დარწმუნდებით, ჰაერში აფრენილ ბებია მიაუს რომ იხილავთ და შეიტყობთ, რა ბედი ეწვია ლანგრიდან გადმოცვენილ ბატებიან სერვიზსა და ორმოცდაათ შაქარმოყრილ ბლითს.

გართობითა და თამაშ-თმაშით ავტორი ბუნების დაცვისა და მოვლის აუცილებლობაზეც გვიმახვილებს ყურადღებას, პიკნიკზე მოქცევის, ტყიდან გამოგნების წესებსა და ტყეში წასაღები ნივთების სრულ ნუსხასაც გვთავაზობს. გვესაუბრება, სიყვარულზე, დიდებისა და ბავშვების მეგობრობაზე. ცდილობს დაგვაჯეროს, რომ იმდენად კარგი მასწავლებლებიც არსებობენ, რომელთა გამო მოსწავლეები კვირაობითაც ივლიდნენ სკოლაში, იმასაც ამტკიცებს, რომ ჩვენზეა დამოკიდებული ჯადოქარი ბოროტზე უფრო კეთილი იქნება თუ კეთილზე უფრო ბოროტი.გვაიძულებს მეტი ყურადღებით მოვუსმინოთ ადამიანებს ჩვენს გარშემო, დავიმახსოვროთ მხიარული, ლამაზი და კარგი დღეები, იმიტომ რომ მათი გახსენება დიდობაში უხასიათობისგან განგვკურნავს. ბავშვებო, მხიარული ოჯახი და სხვები“ უფროსებსაც შეს თავაზეთ წასაკითხად, იქნებ, ბავშვობაში დაბრუნება ისურვონ

და მერე... შესაძლოა, ამ წიგნის გმირებზე მეტადაც კი გაგმხიარულონ.