
ქართული საბავშვო ლიტერატურა - ისტორია და თანამედროვეობა
უცნაური ბედი დაჰყვა საბავშვო მწერლობას. საბავშვო წიგნზე, ლიტერატურა იქნება ეს, ილუსტრაცია, მეთოდოლოგი...
მაკა ლდოკონენი.
მას შემდეგ რაც სატკბილეთის ქვეყნის შესახებ შევიტყვე და დიდი სიამოვნებითაც ვიმოგზაურე მის გემრიელ კუთხე-კუნჭულებში, ვცდილობ, რაც შეიძლება ბევრ ბავშვს მოვანდომო იქ გამგზავრება. დაძალება მჭირდება-მეთქი, ნამდვილად ვერ დავიჩივლებ, დავიწყებ თუ არა იქაურობის აღწერას, პატარები დასრულებას არ მაცდიან, სატკბილეთის დედაქალაქკარამელიისკენ თავქუდმოგლეჯილები გარბიან!
რატომ? პასუხი მარტივია; კარამელიის ქუჩებში ხომ ასფალტის ნაცვლად ირისი გახლავთ დაგებული, მის შუაგულში მოჩუხჩუხე ლიმონათის მდინარეს შოკოლადის ჯებირები იცავს, სახლები მურაბის ქილებს ჰგავს, ქალაქში ხან ფორთოხლის მზე ანათებს, ხან ტკბილი წვიმა მოდის, სეტყვის ნაცვლად კი შაქარ-ყინულის ნატეხები ცვივა. კარამელიელები სამსახურის დასრულებიდან შუაღამემდე თავდავიწყებით ცეკვავენ, ამიტომ ხარაზ ლანჩას სახელოსნო ქუსლებდამტვრეული და ძირგვარდნილი ფეხსაცმელებით არის სავსე.სატკბილეთს სამეფო ოჯახიც შესაფერისიჰყავს - მუდამ იღიმიან და პიირიდანშაქარი ამოსდით. მეფეს კარამელიუსი ჰქვია, დედოფალს - მარმელადინა, მათი ასულს კი - მშვენიერი რაფაელინა.
თუმცა, სატკბილეთი მხოლოდ პირის ჩასატკბარუნებლად და საცეკვაოდ როდი იზიდავს დიდსა თუ პატარა მკითხველს. მის ავტორს, ირმა მალაციძესიქ უამრავი საინტერესო პერსონაჟი დაუსახლებია: კეთილღიმილიან მებაღე ძია თხილო, მზრუნველი გადია ფუნთუშინა, მისტერ და მისის კაკტუსოების ეკლიანი ოჯახი, განუყრელი მეგობრები ბზუილა და ჭიამაია, სასახლის საქმეთა მმართველი ამურთუხუცესი, მებაღის ქალიშვილი ვარდია,მევიოლინე ბიჭუნა ლინოვიო, აფთიაქარი ალთეუსი და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი უცნაური სახელი შეგხვდებათ ამ წიგნის ფურცლებზე.
ჩვენი უგემრიელესი ამბის მთავარი გმირი კი პატარა, ობოლი ბიჭუნა ნიგო გახლავთ, რომელსაც თავზე კაკლის ნაჭუჭი ახურავს და შაქარყინულის ჩაკნატუნება უყვარს. მაგრამ... მთავარი გმირი რისი მთავარი გმირია,გზას თუ არ გაუდგა და სახიფათო მოგზაურობამ არ ჩაითრია. წინააღმდეგობებით სავსე გზაზე ნიგოს უკან თუ გაჰყვებით, მასთან ერთად თქვენც უამრავ ახალ ნაცნობსა თუ მეგობარს შეიძენთ. და... როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ბოროტებასაც გადაეყრებით. დიახ, დიახ, თურმე სატკბილეთსაც შეიძლება ჰყავდეს მტრები სამწერეთის სამეფოს ბინადრების სახით: მეფე ნესტარ მეორე,დედოფალი ზაზუ, მხედართმთავარი ბუზანკალი, გენერალი ფუტკარადა სარდალი ტრააკან ყრუ.
აბა, რას იტყვით, მზად ხართ სატკბილეთში სამოგზაუროდ?