Accounting Technologies

საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი

 საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი „ლიბო" შეიქმნა 2006 წელს, საბავშვო მწერლების, ირმა მალაციძის და მარიამ წიკლაურის თაოსნობით.

  1. საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი დაარსდა 2006 წ. ფონდი მიზნად ისახავს თანამედროვე საბავშვო ლიტერატურის და მწერლების პოპულარიზაციას, მოზარდთა შორის წიგნიერების დონის ამაღლებას, საბავშვო ლიტერატურის საზოგადოებირივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში რეალიზაციის ხელშეწყობას, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას საბავშვო ლიტერატურის შექმნისა და გავრცელებისათვის. აგრეთვე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის ადაპტირებული ლიტერატურული ნაწარმოებების და სხვა სახის მეთოდური მასალების  შექმნასა და გავრცელებას.

ფონდი მიზნად ისახავს თანამედროვე ქართველი საბავშვო მწერლების პოპულარიზაციას, მათ ხელშეწყობას, შემოქმედებითი კავშირების ჩამოყალიბებასა და გაღრმავებას ქართველ და უცხოელ ავტორთა შორის.

ახალი ტექნოლოგიების დანერგვითა და გამოყენებით ფონდი ახორციელებს საბავშვო ლიტერატურის გავრცელებისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნას საზოგადოებრივი, კულტურული და საგანმანათლებლო ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ფონდმა შეიმუშავა ფონდის წესდებით განსაზღვრული პროგრამები და პროექტები, როგორც ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე;

ფონდი ქმნის სხვადასხვა მიმართულების სასწავლო, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, შემოქმედებითი, კულტურული, საქველმოქმედო და სხვა სახის ცენტრებს;

ორგანიზებას უწევს ღონისძიებებს, პრეზენტაციებს, აქციებს, საგამომცემლო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას, ფესტივალებს, კონკურსებს, კონცერტებს, აუქციონებს, თემატურ ბანაკებსა და საქველმოქმედო პროგრამებს;

 

განხორციელებული პროექტები:

  •  გამოსცემს საბავშვო ლიტერატურულ-შემეცნებით ჟურნალს „შოკოლიტი“
  • გამოსცემს ელექტრონულ ჟურნალს „თანამედროვე საბავშვო ლიტერატურა“
  • ფონდის ინიციატივით დაწესდა ქართული საბავშვო წიგნის დღე - 27 ოქტომბერი, რომელიც 2006 წელს პირველად აღინიშნება ფონდის ეგიდით.
  • ვებ-გვერდი აუტიზმის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის;
  • ქართულ-შვედური ინოვაციური საბავშვო ბიბლიოთეკის პროექტი, შვედეთის ინსტიტუტთან და შვედეთის მწერალთა კავშირთან ერთად;
  • გამოსცა აუდიო-ალმანახი „მეზღაპრის სახლი“;
  •   წელიწადში ოთხჯერ გამოსცემდა ლიტერატურულ-კრიტიკულ და საინფორმაციო ხასიათის ალმანახს, რომელიც აშუქებს საბავშვო ლიტერატურასა და მის პრობლემატიკას, მკითხველს აცნობს თანამედროვე საბავშვო მწერლებს, საბავშვო პერიოდიკას და ახალ საბავშვო გამოცემებს; გამოვიდა „საბავშვო ლიტერატურის ალმანახის“ სამი ნომერი;
  • ყოველწლიურად ტარდება გამოუცემელი წიგნების გამოფენას; 
  • დაწესდა საბავშვო ლიტერატურის კონკურსი „კიკლი-კიკლი“ (პროზა, პოეზია, თარგმანი,  დრამატურგია).
  • ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამას „ბიბა“ (ბიბლიოთეკა ბავშვებისათვის), რომელიც ითვალისწინებს მოზარდ თაობაში წიგნისადმი ინტერესის გაღვივებას და საყმაწვილო ლიტერატურის პოპულარიზაციას დედაქალაქის სკოლებსა და საქართველოს ყველა რეგიონში.
  • მოქმედებს ფონდთან არსებული თოჯინების მობილური მინი-თეატრი,  რომელიც წარმოადგენს თანამედროვე საბავშვო ავტორების პიესებს. თეატრი მართავს საქველმოქმედო სპექტაკლებს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებში და მაღალმთიანი და კონფლიქტის ზონის სოფლებში; საგანმანათლებლო სკოლების დაწყებითი კლასების პედაგოგებისათვის და ბიბლიოთეკების თანამშრომლებისათვის, ასევე კლასის კურატორებისათვის ფონდი ახორციელებს საკონსულტაციო მუშაობას საბავშვო ლიტერატურის საკითხებზე და აწვდის მათ ინფორმაციას  ამ სფერო სიახლეებზე.
  • უსინათლო და უნარშეზღუდული ბავშვებისათვის მზადდება ქართველი საბავშვო მწერლების ნაწარმოებების აუდიო-ვერსია.
  •  ფონდთან მუშაობს მთარგმნელობითი სახლი, რომელიც ორიენტირებულია ქართველ მწერალთა ნაწარმოებების თარგმნაზე მსოფლიოს სხვადასხვა ენებზე და უცხოურ გამომცემლობებთან თანამშრომლობაზე.
  • ფონდთან არსებული გამომცემლობის პრიორიტეტს წარმოადგენს თანამედროვე ქართველი საბავშვო მწერლების წიგნების გამოცემა და მათი პოპულარიზაცია.

 

ფონდის ღონისძიებები

• 2006 წელს საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის ინიციატივით დაარსდა "ქართული საბავშვო წიგნის დღე - 27 ოქტომბერი" (იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე). პირველად ეს დღე აღინიშნა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად.

 

• 2006 წლის 2აპრილი - ნინო ნაკაშიძის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკაში ფონდის ეგიდით აღინიშნა საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე (ანდერსენის დაბადების დღე). მოეწყო შეხვედრა ქართველ საბავშვო მწერლებთან და გამომცემლებთან, პედაგოგებთან და მოსწავლეებთან. გაიმართა საბავშვო წიგნების გამოფენა.

• საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდმა `სახალხო ბანკთან~ ერთად განახორციელა საქველმოქმედო პროექტი `წიგნები ბავშვებისათვის~, რომელიც გულისხმობდა ბავშვთა სახლების აღსაზრდელებისათვის, დაბალბიუჯეტიანი სკოლების ბიბლიოთეკებისა და სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის, საბავშვო წიგნების შეგროვებას და უფასოდ გადაცემას. წიგნების შეგროვება მიმდინარეობდა "სახალხო ბანკის" ყველა რეგიონალურ ოფისსა და დედაქალაქში. შეგროვებული წიგნები გადაეცა კონფლიქტური ზონის (სამაჩაბლოს) სკოლების საბიბლიოთეკო ფონდს.

• 2008 წლის 1 ივნისს საბავშვო ქალაქ "მზიურში" ფონდმა ჩაატარა საბავშვო წიგნების გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც მონაწილეობდა ყველა საბავშვო გამომცემლობა. მოეწყო მკითხველების შეხვედრა ქართველ საბავშვო მწერლებთან.

• 2007 წლის 27 ოქტომბერი - სამების ტაძართან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში აღინიშნა ქართული საბავშვო წიგნის დღე, რომელშიც მონაწილეობდა საბავშვო გამომცემლობები, მწერლები, ქართული ტრადიციების სახლის "ადგილის დედის" აღსაზრდელები, ქალთა ფოლკლორული ანსამბლი "ნანინები";

• საბავშვო ჟურნალ "ჯეჯილთან" ერთად ფონდის ეგიდით, 2008 წლის 27-28 ოქტომბერს "ქართული საბავშვო წიგნის" დღე წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბის სკოლაში ჩატარდა.

• საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდმა, "სახალხო ბანკის" ფინანსური დახმარებით გამოსცა `საბავშვო ლიტერატურის ალმანახის" სამი ნომერი.

• ფონდის ეგიდით გამოიცა აუდიო-კრებული "მეზრაპრის სახლი", რომელშიც შევიდა თანამედროვე ავტორთა მიერ წაკითხული საკუთარი საბავშვო ნაწარმოებები,ზღაპრები და ლექსები.

• 2009 წლის 27 თებერვალი _ ცნობილი ქართველი საბავშვო მწერლის, მაყვალა მრევლიშვილის დაბადებიდან 100 წლის იუბილე. დააწესა ყოველწლიური დღე _ 27 თებერვალი "მრევლობა". ამ დღეს საბავშვო ლიტერატურისა და წიგნის პოპულარიზაციის საქმეში აქტიურობისათვის ფონდი მაყვალა მრევლიშვილის სახელობის სიმბოლური მედლით "კიკლი-კიკლი" დააჯილდოვებს მწერლებს, ილუსტრატორებს, გამომცემლებს, ლიტერატურათმცოდნეებს, საბავშვო დრამატურგებს, კომპოზიტორებს, ბიბლიოთეკარებს, პედაგოგებს, მსახიობებს.

• 2009 წლის 27-28 ოქტომბერი _ შვედეთის საბავშვო ლიტერატურის ინსტიტუტთან ერთად ჩაატარა საბავშვო ლიტერატურის სემინარი ქართველი და შვედი საბავშვო მწერლებისა და ილუსტრატორების მონაწილეობით.