
ბიბლიოთეკარები
ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკარები: ზეინაბ კაკაბაძე, თამარ მაჭავარიანი, ნინო ლუკმიაშვილი და მაია პ...
მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკა ერთ-ერთი უძველესია საქართველოში.იგი პიონერთა სასახლის დაარსებამდე შეიქმნა და 35 წლის განმავლობაში ასრულებდა ბავშვთა ცენტრალური ბიბლიოთეკის ფუნქციას - იგივე ლუნაჩარსკის სახელობის ბიბლიოთეკა. მდებარეობდა კომუნარების ბაღში (ამჟამად 9 აპრილის ბაღი).
ჯერ კიდევ პიონერთა სასახლის გახსნამდე ბავშვთა ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ თავისი წიგნადი ფონდი და ავეჯი (ხის მოაჯირიან კარადასთან ერთად) გადასცა პიონერთა სასახლის ბიბლიოთეკას, რომელიც 1941 წლის თებერვალში გაიხსნა. მაისში კი ბიბლიოთეკამ პირველი მკითხველი მიიღო .
ბიბლიოთეკების საყოველთაოდ აღიარებული უმთავრესი ფუნქციაა ხელი შეუწყოს კითხვას ყველასთვის და წიგნიერების დონის ამაღლებას.
დღიდან სასახლის დარსებისა დიდი ყურადღება ეთმობოდა ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის გადახალისებასა და გაზრდას, მაგრამ გავიდა წლები და ბიბლიოთეკის მდგომარეობა ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს .
ლიტერატურის საკმაოდ დიდი ნაწილი ფიზიკურად და იდეურად მოძველდა. ბიბლიოთეკის სიცოცხლი უნარიანობის შენარჩუნებისათვის აუცილებელი იყო მისი შევსება ახალი ლიტერატურით.
2005 წლიდან ბიბლიოთეკამ საქმიანი კონტაქტები დაამყარა გამომცემლობებთან :
,,დიოგენე“, ,,დილა“ , ,,ინტელექტი “ , ,,ბონდო მაცაბერიძის გამომცემლობა “, ,,პალიტრა -L”. აღნიშნული გამომცემლობებიდან პერიოდულად 2010 წლამდე, წიგნები და ჟურნალები მხოლოდ შემოწირულობების გზით შემოდიოდა.
2010 წლიდან კი დაიწყო წიგნადი ფონდის განახლება .
მოსწავლე -ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს მოზარდთა თავისუფალი დროის მიზანმიმართულად და ნაყოფიერად დაგეგმვას და გამოყენებას .
სასახლის ბიბლიოთეკას, ისევე როგორც სხვა ბიბლიოთეკებს აქვს შესაძლებლობა ხელი შეუწყოს წიგნიერების განვითარებას. ამისათვის მნიშვნელოვანია საბიბლიოთეკო საქმიანობის სწორად წარმართვა, რათა აქტიურად ჩავერთოთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაში, წიგნის კითხვის სიყვარულის და უნარ-ჩვევების განვითარებაში.
წიგნიერების დონის ასამაღლებლად,ასევე ბიბლიოთეკის ცნობადობის გაზრდისა და გაძლიერებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ბიბლიოთეკაში სხვადასხვა პროექტების და აქტივობების განხორციელებას .
ღონისძიებების სწორად დაგეგმვისათვის ჩავატარეთ მოზარდების გამოკითხვა,რათა მათი აზრის გათვალისწინება მომხდარიყო; ნათლად გამოიკვეთა ბიბლიოთეკაში მკითხველთა კლუბის შექმნის აუცილებლობა ,რომელიც ხელს შეუწყობდა ბიბილიოთეკაში შემოქმედებითი პროცესის ინტეგრაციას, მოსწავლეთა დაახლოებას წიგნთან და მათ საერთო ინტერესების ირგვლივ გააერთიანებდა.
(ლიტერატურის განახლებაც ხდება არა მარტო ჩვენი შეხედულების, არამედ მკითხველთა რეალურ მოთხოვნათა მიხედვით).
ბიბლიოთეკაში ხორციელდება შემდეგი პროექტები
1,,საუბრები სასახლის სამკითხველოში “;
2. პროექტი წიგნიერების დონის ასამაღლებლად და ესენია :
,,წიგნის კვირეულები “
შეხვედრები მწერლებთან, მთარგმნელებთან,ილუსტრატორებთან;
კონკურსები და ვიქტორინები;
ვორქშოფები;
წიგნის წარდგინებები და გამოფენები;
საბიბლიოთეკო კითხვა ;მოსწავლეთა ინდივიდუალური და გუნდური პრეზენტაციები;
სოციალურად დაუცველი,შშმ ბავშვებისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ბავშვებისათვის აქტივობების ორგანიზება;
გასვლითი ღონისძიებები;
(ჩვენი მკითხველთა კლუბის წევრები მონაწილეობენ მოსწავლეთა სასწავლო შემოქმედებით კონფერენციაში,მათ შორის ეთნიკურ უმცირესობათა სექცია და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კონფერენციაში) .
3.საბიბლიოთეკო პროექტი--აქტუალობადაკარგული,ფიზიკურად და იდეურად მოძველებული ლიტერატურის გასარიცხად (ჩამოსაწერად) და ამის შედეგად წიგნადი ფონდის რეინვენტერიზაცია და რეკლასიფიკაცია .
4.პროექტი ,,ჩვენ გვიყვარს კითხვა “,რომელიც ითვალისწინებს ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშეწყობას ქართულენოვან გარემოსთან;
ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვების ქართული სამეტყველო და ლიტერატურული ენის გამდიდრებას ,წიგნიერების ზრდის ხელშეწყობას და მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას თანატოლებს შორის .