
„მწერლები წიგნიპედიაზე“ - თეა ლომაძე
საბავშვო მწერალი თეა ლომაძე პროფესიით ჟურნალისტია. თავდაპირველად, ისე, როგორც საბავშვო მწერლების უმეტესობა, ზღაპრებს მხო...
ირმა მალაციძე - საბავშვო მწერალი, ჟურნალისტი, მთარგმნელი. ეროვნული სასახლის მკითხველთა კლუბის მენტორი, საბავშვოლიტერატურისფონდისდამფუძნებელიდახელმძღვანელი, ასევე საბავშვო ლიტერატურული ჟურნალის „შოკოლიტის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ირმა მალაციძე გახლავთ იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის ლაურეატი, „პენმარათონის“ ნომინანტი და გამარჯვებული, ლიტერატურული პრემია „საბას“ ნომინანტი და სხვ.
2020 წელს ირმა მალაციძე საქართველოს სახელით წარადგინეს ასატრიდ ლინდგრენის სახელობის საერთაშორისო პრემია „ალმაზე“.
მისინაწარმოებებიშესულიასხვადასხვაკრებულებსადასასკოლოსახელმძღვანელოებში.
ირმა მალაციძის საბავშვო წიგნები „სატკბილეთის ქვეყანა“, „ხელნაკეთი ზღაპრები“, „ქერამუჭას სკოლა“, ონავარილუკიდროთაქვეყანაში“ თუ „სამშვენიეროს ლამაზმანები“ უკვე დიდი ხანია, შეიყვარეს პატარა მკითხველებმა.
ცოტა ხნის წინ მისი ახალი საბავშვი წიგნი „ფრიი“ გამოიცა.