Accounting Technologies

„მწერლები წიგნიპედიაზე“ - თეა ლომაძე

საბავშვო მწერალი თეა ლომაძე პროფესიით ჟურნალისტია. თავდაპირველად, ისე, როგორც საბავშვო მწერლების უმეტესობა, ზღაპრებს მხოლოდ შვილებისთვის იგონებდა. 1996 წელს მონაწილოება მიიღო  გამომცემლობა დიოგენეს“ კონკურსში „საბავშვო პროზა“  ზღაპრით  „პალომა - უცნაური მეფის ასული“ და მეორე პრიზი დაიმსახურა.  მალე ზღაპარი წიგნად გამოიცა,  რასაც თეა ლომაძის  სხვა ზღაპრებისა და მოთხრობების გამოცემაც მოჰყვა. 

თეა ლომაძის  წიგნებს  ”ერთი პატარა სასწაული”,  ”ჩანო-ჩეა”, ”ქარის მოტანილი ამბები”, ”წერილი ბოთლში”.ინტერესითა და სიყვარულით კითხულობენ არა მარტო ბავშვები, არამედ უფროსებიც. თქვენც გირჩევთ,  აუცილებლად წაიკითხოთ.

ვიდეო >>