Accounting Technologies

„მწერლები წიგნიპედიაზე“ - მარიამ წიკლაური

გრძელდება ეროვვნული სასახლის მულტიმედიური პროექტის  „წიგნიპედიის“  ახალი  ვიდეო-პროექტი „მწერლები წიგნიპედიაზე“,  რომელიც  მიზნად ისახავს  თანამედროვე ქართველი ავტორებისა და ქართული საბავშვო წიგნების  პოპულარიზაციას პატარა მკითხველებში. 

ამჯერად წარმოგიდგენთ საბავშვო პოეტს მარიამ წიკლაურს.

მარიამ წიკლაური  გახლავთ  სხვადასხვა ლიტერატურული პრემიის, მათ შორის იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის,  პრემია „გალას“,  ილია ჭავჭავაძის სახელობის ლიტერატურული პრემიის ლაურეატი. წელს კი  წარდგენილია ასტრიდ ლინდგრენის სახელობის საერთაშორისო პრემია „ალმაზე“.
 მარიამ წიკლაური  აქტიურად მონაწილეობს  ლიტერატურულპროექტებსა და შეხვედრებში,  მისი შემოქმედება დიდი პოპულარობით სარგებლობს  პატარა მკითხველებში. მისი  საბავშვო ლექსები შეტანილია სასკოლო სახელმძღვანელოებში, გარდა ამისა, მათზე მრავალი სიმღერაა შექმნილი.

 

ვიდეო>>