
შეხვედრა საბავშვო მწერლებთან
შეხვედრა საბავშვო მწერლებთან საბავშვო წიგნის საერტაშორისო დღესთან დაკავშირებით. ...
6 მარტს, წიგნიერების პროექტის ფარგლებში, მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სამკითხველოში გაიმართა შეხვედრა ფილოლოგთან, ნოდარ დუმბაძის ქალიშვილთან, ქეთი დუმბაძესთან. ქეთი დუმბაძემ, წიგნის რედაქტორმა გიორგი კაკაბაძემ ისაუბრეს მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, ახლახან ნოდარ დუმბაძის გამომცემლობისა და ლიტერატურული ფონდის მიერ გამოცემულ კრებულზე „ყველა მოთხრობა“, იმ ღონისძიებებსა და პროექტებზე, რომლებიც მწერლის საიუბილეო წელს განხორციელდება. სასახლის თანამშრომლებმა ლალი ჯაფარაშვილმა, ნანა მახარაძემ გაიხსენეს დიდი მწერალი.
პროექტს ახორციელებს ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკა - ხელმძღვანელი ქეთევან კალანდაძე, პედაგოგები ირმა მალაციძე, ლელა ცუცქირიძე.