
შეხვედრა საბავშვო მწერლებთან
შეხვედრა საბავშვო მწერლებთან საბავშვო წიგნის საერტაშორისო დღესთან დაკავშირებით. ...
22 მაისს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სამკითხველოში გაიმართა შეხვედრა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტ ,,ცოცხალი წიგნების“ ავტორთან და მონაწილეებთან. მოწვეულმა სტუმრებმა პროექტის ავტორმა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველმა ქეთევან დუმბაძემ, სასახლის აღზრდილებმა მწერლებმა, მარიამ წიკლაურმა, დიანა ანფიმიადმა, ირმა ბერიძემ ისაუბრეს პროექტის შესახებ.
სასახლის დირექტორი თიკა რუხაძე მიესალმა მოწვეულ სტუმრებს და მადლობა გადაუხადა მობრძანებისა და საინტერესო საუბრისთვის.
მოსწავლეებმა ისაუბრეს სასახლის „მკითხველთა კლუბისა“ და ბიბლიოთეკის ისტორიის შესახებ, საკუთარ ნაწარმოებებთან ერთად წაიკითხეს მოწვეული მწერლების ლექსები და სტუმრებთან ერთად განიხილეს მათთვის აქტუალური თემები.