
შეხვედრა საბავშვო მწერლებთან
შეხვედრა საბავშვო მწერლებთან საბავშვო წიგნის საერტაშორისო დღესთან დაკავშირებით. ...
დღეს, 12 თებერვალს, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკას, "მწერლის სახელოსნოს" გასაცნობად UG სკოლის უმცროსკლასელები ესტუმრნენ (კათედრის ხელმძღვანელი ნინო იორდანიშვილი) .
როგორ იწერება წიგნი, როგორ იქმნება პერსონაჟი, როგორ ვითარდება ამბავი... რა ხდება ამის შემდეგ რა გზას გადის წიგნი დაწერიდან მკითხველამდე... ამის შესახებ ბავშვებს მწერალი ლელა ცუცქირიძე ესაუბრა.
"მწერლის სახელოსნოს" გაცნობამ ბავშვებში ისეთი ინტერესი გამოიწვია, რომ თავადაც გადაწყვიტეს გამხდარიყვნენ მწერლები და ხალისიანად ითამაშეს "მწერლობანა" : შეთხზეს პატარა მხიარული ზღაპრები და ამბები.
ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ქეთევან კალანდაძე
მკითხველთა კლუბის მენტორი ლელა ცუცქირიძე