Accounting Technologies

მკითხველთა კლუბის შეხვედრა ვასო გულეურთან

20 დეკემბერს მკითხველთა კლუბში ონლაინ გვესტუმრა ვასო გულეური. ამჯერად არა როგორც საბავშვო მწერალი, არამედ, როგორც მთარგმნელი. ძალიან საინტერესო თარგმნის მასტერ-კლასი გამოვიდა. ბავშვებმა და სტუმარმა წაიკითხეს თომას მურის ერთი ლექსის საკუთარი თარგმანები. სტუმარი ესაუბრა მათ პოეტურ და პროზაულ თარგმანებზე, თარგმანის მნიშვნელობაზე, ნიუანსებზე, ბწკარედულ თარგმანზე.

წაიკითხა სხვა თარგმანებიც (ჯეიმს ჯოისი, ქრისტინა ლავანტი, უოლტ უიტმენი).