Accounting Technologies

მკითხველთა კლუბის შეხვედრა ნინო სადღობელაშვილთან

 მკითხველთა კლუბის მოსწავლეები მწერალ ნინო სადღობელაშვილს შეხვდნენ.

პოეზია, პროზა, დრამატურგია, პუბლიცისტიკა - შეხვდერაზე ისაუბრეს მწერლის მრავალმხრივ შემოქმედებაზე, მაგრამ განსაკუთრებით მის "დაბადების დღეზე".

ბევრი ფიქრი დაგვიტოვა ამ წიგნმა,. ის სავსეა ექოებით, რომლებიც მხოლოდ ომების ან ომის შემსწრე ადამიანების ხმებს კი არ იმეორებს, არამედ ომის შემდეგ დამდგარი "სიმშვიდის" და ამ "სიმშვიდეში" დაბადებული ადამიანების ხმებსაც. ეს ექოები მიჰყვებიან ალეს და სანჩოს უცნაურ გზაზე. გზის ბოლოს ზღვაა, ზღვაზე -ნიჟარები, ნიჟარებში -ისევ ექოები - აუხდენელი ოცნებების, გაუცნობიერებელი ტკივილების, მონატრებული ადამიანების ხმების... მაგრამ სადღაც, ერთ ნიჟარაში, მაინც უნდა ვიპოვოთ ექო ზარის ხმის, რომელიც ჩვენ, უფროსებს გვიხმობს...

https://www.facebook.com/lela.tsutskiridze.3/posts/4682198595161260