Accounting Technologies

შეხვედრა თეა ლომაძესთან

19 დეკემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბიბლიოთეკამ მწერალ თეა ლომაძეს და 161-ე საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებს უმასპინძლა (პედაგოგი ლალი მიროტაძე).
თეა ლომაძე ბავშვებისთვის საყვარელი და ცნობილი წიგნების „პალომა- უცნაური მეფის ასული“, „ქარს გატანებული წერილები“, ჩანო-ჩეა“, „წერილი ბოთლში“) ავტორია. „წერილი ბოთლში“ აფხაზეთის ომის თემაზე დაწერილი საბავშვო წიგნია, სწორედ ეს წიგნი შეარჩიეს ბავშვებმა წასაკითხად და ავტორთან შეხვედრის სურვილიც გამოთქვეს.
მწერალი გულწრფელად პასუხობდა ბავშვების მიერ დასმულ უამრავ შეკითხვას: როდის და რატომ დაიწერა წიგნი, რა აკვაშირებს ავტორს აფხაზეთთან, უფიქრია თუ არა ამბის გაგრძელებაზე, ჰყავთ თუ არა წიგნის გმირებს რეალური პროტოტიპები, რეალურია თუ არა თავად ამბავი...
ხოლო ბავშვების ძალიან საინტერესო მსჯელობამ, თუ რას ფიქრობენ ომზე, როგორ წარმოუდგენიათ კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების გზები, რა გზავნილებს გაუგზავნიდნენ აფხაზ თანატოლებს... კიდევ ერთხელ დაგვანახა, რა ჯანსაღი თაობა იზრდება და როგორ უნდა გავუფრთხილდეთ მათ სენსიტიურ ბუნებას.
შეხვედრის დასარულს მწერალმა სასახლის ბიბლიოთეკას თავისი წიგნები აჩუქა, ბავშვებმა კი დაათვალიერესე სასახლის მუზეუმი.
მადლობა ქალბატონ თეა ლომაძეს, ქალბატონ ლალი მიროტაძეს და ბავშვებს საინტერესო შეხვედრისთვის.
ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ქეთევან კალანდაძე
მკითხველთა კლუბის მენტორები ლელა ცუცქირიძე, ირმა მალაციძე.