Accounting Technologies

სტუმრები ზემო ნიქოზიდან

15 ოქტომბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკას კონფლიქტის ზონის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის უმცროსკლასელები ესტუმრნენ (სკოლის დირექტორი - ლია შატაკიშვილი, პედაგოგები - მარინე მინდიაშვილი, მანანა ბუიაშვილი, ლია ლალიაშვილი, ნინო მეტრეველი).
 ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, ქეთევან კალანდაძემ მოსწავლეებს გააცნო ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკის ისტორია და მოუთხრო პირველი ქართული საბავშვო საკითხავი წიგნების შესახებ; ხოლო მკითხველთა კლუბის მენტორი ლელა ცუცქირიძე ბავშვებს ესაუბრა ახალ გამოცემებზე - ქართულ საბავშვო წიგნებსა და საბავშვო ჟურნალ „შოკოლიტიტზე“.

მოსწავლეებმა წაიკითხეს მათი საყვარელი მწერლების ნაწარმოებები და მონაწილეობა მიიღეს საინტერესო და სახალისო ლიტერატურულ ვიქტორინაში. ბიბლიოთეკამ სკოლას საჩუქრად გადასცა ლიტერატურული ჟურნალები.