Accounting Technologies
ჟურნალი „შოკოლიტი“
ჟურნალი „შოკოლიტი“.
ლიტერატურულ-შემეცნებითი ჟურნალი ბავშვებისათვის.
დაარსდა 2019 წელს, საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის მიერ. მწერლთა სახლის და საქართველოს განათლების, მეცნიერების , კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.
მთავარი რედაქტორი ირმა მალაციძე.
ჟურნალის მთავარ მიზანს წარმოადგენს საბავშვო ლიტერატურის და ავტორების პოპულარიზაცია, მოზარდებში წიგნიერების დონის ამაღლება, კითხვის, წაკითხულის გაგების უნარ-ჩვევის შეძენა, თვალსაწიერის გაფართოება, ბავშვის წარმოსახვის უნარის განვითარება და ზოგადად, მოზარდის წიგნთან დაახლოვება.
ჟურნალში წარმოდგენილია რუბრიკები, რომლებიც ნებისმიერ ინფორმაციას ლიტერატურული კუთხით მიაწვდის პატარა მკითხველს. თითოეულ რუბრიკას ახლავს სხვადასხვა აქტივობა (ვიქტორინა, კროსვორდი, რებუსი და ა.შ, რომელიც საბავშვო ლიტერატურული გმირების, წიგნების, მწერლების შესახებ ინფორმაციას შეიცავს).
ჟურნალს პატარებისათვის ქმნიან საუკეთესო საბავშვო მწერლები და ილუსტრატორები. იბეჭდება გამოდის მაღალი პოლიგარფიული ხარისხით.
რუბრიკები:
- „ლიტ-ფუღურო“ - პროზა, პოეზია, თაგრმანი (მეტწილად თანამედროვე ავტორების ნაწარმოებები) (რუბრიკის მასპინძელი ირმა მალაციძე)
- „წიკო-მიკოს 1000 წიკო-მაკო“ - სამოქალაქო განათლება (სხვადასხვა თემაზე შეცნებით- ლიტერატრული ბლოკი) (რუბრიკის მასპინძელი მარიამ წიკლაური)
- „ციტიუს, ალტიუს, ფორტიუს!“ - სპორტი. (რუბრიკის მასპინძელი ზაზა ფაჩულია)
- „სიტყვო(დ)იანა“ - ქართული დიალექტების, უცხო სიტვების, ლექსიკონების შესახებ მარტივად და მხიარულად მიწოდებული ინფორმაცია; (რუბრიკის მასპინძელი დიანა ანფიმიადი)
- „მოგზაურობა რობისთან ერთად“ - სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობა და ამ ქვეყნების საბავშვო ლიტერატურის და მწერლების გაცნობა; (რუბრიკის მასპინძელი რობერტ მესხი)
- „ჩხირკე(ლ)ელა“ - ხელნაკეთი ნივთების დამზადება, რომელსაც მარტივი და ხალისიანი ინსტრუქცია ახლავს და ბავშვს ეხმარება ინსტრუქციის გაგება /შესრულებაში; (რუბრიკის მასპინძელი ლელა ცუცქირიძე)
- „საბავშვო (გ)ულინარია“ - მარტივი კულინარიული რეცეპტები ლექსად. კონკრეტული ტკბილეულის ან კერძის შესახებ ინფორმაცია (რომელ ლიტერატურულ გმირს უყვარს ეს ტკბილეული ან კერძი). რუბრიკას ახლავს კონკრეტული წიგნის მიხევით შექმნილი სახალისო კროსვორდი; (რუბრიკის მასპინძელი ვასო გულეური)
- „იყო და არა იყო რა...“ - ქართული ფოლკლორი. სხვადასხვა კუთხის დიალექტებიდან გადმოქართულებული ტექსტები, ქართული ეროვნული სამოსის ისტორია, ხალხური ზღაპრები, თქმულებები, მითები...(რუბრიკის მასპინძელი გივი ჩიღვინაძე)
- „ვინ მინდა ვიყო“ - ინფორმაცია პროფესიებზე - შემეცნებითი, ლიტერატურული და ინტერაქტიული ნაწილი. (რუბრიკის მასპინძელი ნათია ჯანაშია)
- „მოდით, მოვიქცეთ (თ)ამრიგად“ - მხიარული ლექსებით და ზღაპრებით მიწოდებული „კარგად მოქცევის გაკვეთილები“ (რუბრიკის მასპინძელი თამრი ფხაკაძე)
- „მაესტრო მი-სი-დო-რე“ - მუსიკის გვერდი. საინფორმაციო და მხატვრული ტექსტები, და კონკრეტულ თემასთან დაკავშირებული კროსვორდი, რებუსი და სხვა აქტივობა, რომელიც ასევე უკავშირდება ლიტერატურულ გმირებს. (რუბრიკის მასპინძელი დავით ალთუნაშვილი)
- „ბიბ-გიო-თეკა“ - საინტერესო ამბები ბიბლიოთეკიდან, ინფორმაცია ძველ წიგნებზე, უძველეს გამოცემებზე და ბიბლიოთეკებზე. (რუბრიკის მასპინძელი გიორგი კეკელიძე)
- „ზალიკოს ხატვის გაკვეთილები“ - ლიტერატურული პერსონაჟის დახატვა. გვერდს თან ერთვის ინფორმაცია ამ პერსონაჟსა და მის ავტორზე (რუბრიკის მასპინძელი ზაალ სულაკაური)
- „ჩიპონინო“ - შემეცნებით-ლიტერატურული რუბრიკა მცენარეებზე, ფლორასა და ფაუნაზე, თანმხლები აქტივობით. (რუბრიკის მასპინძელი ნინო სადღობელაშვილი)
- „ლიტ-ლაბორატორია „ა-ტომი“ - სახალისო ქიმია + ლიტერატურა. (რუბრიკის მასპინძელი, ნინო ჭელიძე“
- „ბ-ეკონომიკა ბავშვებისათვის“ - საბავშვო ეკონომიკის საფუძვლები საბავშვო ლიტერატურაში.
- „გიო-მასწი“ - ჟურნალში გამოქვეყნებული ლიტერატურული ნაწარმოების განხილვა, აქტივობების შეთავაზება პატარა მკითხველისათვის, ტექსტის უკეთ გაგება/გააზრების მიზნით. (რუბრიკის წამყვანი გიორგი ჭაუჭიძე)
- „მაკა-ლოკო“ - საბავშვო წიგნების რევიუ - ლიტერატურული ამინდის პროგნოზი. (რუბრიკის მასპინძელი მაკა ლდოკონენი)
- „ტკბილ-არტი“ - ტკბილეულით დამზადებული ილუსტრაციები გამოცანებისათვის (რუბრიკის მასპინძელი ივეტა ჩხიკვაძე)
- „ალუ-ბლიც ინტერვიუ“ - ბლიც ინტერვიუ თანამედროვე საბავშვო მწერალთან.
- „წიგნის ჭია-მაია“ - ახალი წიგნების მიმოხილვა, მცირე ანოტაციებით.
- „სიცინათელა“ - საბავშვო იუმორი
- „ვიქტორიას ვიქტორინა“ - ვიქტორინები სახალისო ტემებზე - (რუბრიკის მასპინძელი ვიქტორია სამსონაძე)
- „ო-დელია“ - ხალხური მუსიკა და ფოლკლორი - (რუბრიკის მასპინძელი მაია გელაშვილი)
- „მაკა ექიმი“ - ჯანმრთელობა (რუბრიკის მასპინძელი მაკა მიქელაძე)
- „კინო-მარი“ - ცნობილი საბავშვო წიგნების ეკრანიზაციები (რუბრიკის მასპინძელი მარიამ გახელაძე)
რესურსები ინტერნეტში



.jpg)




