
ჰანს ქრისტიან ანდერსენის პრემია
ჰანს ქრისტიან ანდერსენის სახელობის საბავშვო-საყმაწვილო ლიტრატურული პრემია(Hans Christian Andersen Awards) 1956 წელსიუნეს...
პროექტი "წიგნის მსოფლიო დედაქალაქი", 2001 წელს დააარსაიუნესკოს გენერალურმა კონფერენციამ.
პროექტი, ყოველ წელს, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ხორციელდება.
2021 წლის 23 აპრილიდან 2022 წლის 23 აპრილამდე კი, UNESCO-მ „წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ სტატუსი თბილისს მიანიჭა.
ერთწლიანი პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა და ხორციელდება პროფესიული და სახალხო პროგრამები.
ამ აქტივობების მიზანიყველა ასაკის მკითხველში წიგნის კითხვის წახალისება, საგამომცემლო, საბიბლიოთეკო, მთარგმნელობითი და სხვა მომიჯნავე სფეროს განვითარების ხელშეწყობაა.
„თბილისი - მსოფლიო წიგნის დედაქალაქის“ ფარგლებში, ასევე მისი პარტნიორობით უკვე განხორციელდა რამდენიმე პროექტი: გაცვლითი სარეზიდენციო პროგრამები, საქართველოს ეროვნული სტენდი წიგნის საერთაშორისო ბაზრობებზე, „კითხვა-პასუხია?!“, სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი, საბავშვო წიგნის ფესტივალი, თბილისის ილუსტრაციების ფესტივალი, საბავშვო ლიტერატურულ პრემია „ნაკადული“, ქართველი ავტორები თბილისის საჯარო სკოლებში, თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, სტიპენდია ავტორებისთვის, მთარგმნელებისა და გამომცემლებისთვის, საზაფხულო კამპუსი სტუდენტებისთვის, ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი, ახალი წიგნები თბილისის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკებისთვის, ინტერაქტიული წიგნები, აუდიოწიგნები და სხვ.
https://twbc.ge/?fbclid=IwAR0Flz73zRn4sv13o7rxErIzN7dOQwXMowwQYKAHNtRrpYsdXqLOZao12Yw&lang=ka