Accounting Technologies

ჰანს ქრისტიან ანდერსენის პრემია

ჰანს ქრისტიან ანდერსენის სახელობის საბავშვო-საყმაწვილო ლიტრატურული პრემია(Hans Christian Andersen Awards) 1956 წელსიუნესკოს ეგიდით, საბავშვო და საყმაწვილო ლიტრატურის  საერთაშორისო  საბჭომ (International Board on Books for Young People — IBBY)  დააარსა. 

პრემია ორ წელიწადში ერთხელ,  ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს, 2 აპრილს გადაეცემა  გამარჯვებულებს.  ამავე დღეს ქვეყნდება  საბჭოს საპატიო წევრთა სიაც.

აღსანიშნავია, რომ  მწერლის პატივისცემისა და სიყვარულის, ასევე საბავშვო ლიტერატურისა და საბავშვო ავტორების  პოპულარიზაციის მიზნით,  1967 წელს  საბჭომ 2 აპრილი  საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღედაც(International Children's Book Day) გამოაცხადა. ამ დღეს მთელი მსოფლიო აღნიშნავს. მას აღნიშნავენ საქართველოშიც. 

ჰანს ქრისტიან ანდერსენის (1805 – 1875) სახელობის საერთაშორისო პრემიას პრესტიჟულობისა და საკმაოდ დიდი ფულადი  პრიზის  გამო   მცირე ნობელის პრემიასაც (საბავშვო ნობელი) უწოდებენ. ის  ცოცხალ, მოქმედ  ავტორებსა და ილუსტრატორებს გადაეცემათ.

ამ პრემიის დაარსების იდეა ეკუთვნის  ჯელა ლეპმანს (Jella Lepman) (1891-1970). გერმანელ ჟურნალისტს,    მიუნჰენის ახალგაზრდული ბიბლიოთეკის დამაარსებელსა და  საზოგადო მოღვაწეს, რომელსაც უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს შეტანილი მსოფლიო საბავშვო ლიტერატურის განვითარებაში. ჯელა ლეპმანს  ეკუთვნის ცნობილი ფრაზა:  „მიეცით ჩვენს ბავშვებს წიგნები და ამით  თქვენ მათ მისცემთ ფრთებს“.  

ჰანს ქრისტიან ანდერსენის სახელობის საერთაშორისო პრემია 1956 წლიდან მხოლოდ საბავშვო ავტორს გადაეცემოდა საუკეთესო საბავშვო წიგნისთვის. 1967 წლიდან კი  იგი გადაეცემა  საუკეთესო საბავშვო ილუსტრატორსაც. 

პრემიაზე წარსადგენ  კანდიდატებს  საბავშვო და საყმაწვილო ლიტრატურის  საერთაშორისო  საბჭოს (IBBY)მისი წევრი  ადგილობრივი, ეროვნული  სექციები გადასცემენ.

ლაურეატებს - მწერალსა და მხატვარს,  საბჭოს კონგრესის მიმდინარეობისასგადაეცემათ  ოქროს მედალი ჰანს ქრისტიან ანდერსენის პროფილით, დიპლომი და და ფულადი პრიზი.

ამასთანავე, საპატიო დიპლომებით ჯილდოვდებიან  საბჭოს  წევრ  ქვეყნებში ახლადგამოსული  საუკეთესო საბავშვო და საყმაწვილო წიგნები.

ჰანს ქრისტიან ანდერსენის  პირველი პრემია 1956 წელს გადაეცა ინგლისელ საბავშვო მწერალს,  ელეონორ ფარჯეონს (Eleanor Farjeon)(1881 – 1965).

პირველი ილუსტრატორი, ვისაც ეს პრემია გადაეცა, გახლდათ შვეიცარიელი მხატვარი, გრაფიკული დიზაინერი და ილუსტრატორი, ალოის კარიჯეტი (Alois Carigiet (1902 –1985).

ანდერსენის პრემიის მფლობელები არიან ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი საბავშვო მწერლებიც: ასტრიდ ლინდგრენი (1958), ტუვე იანსონი(1966),  ჯანი როდარი (1970).

2018 წელს პრემია გადაეცა იაპონელ მწერალს,  ეიკო კადონოს (Eiko Kadono) (1935). სწორედ მისი წიგნის მიხედვითაა გადაღებული ჩვენთვის ცნობილი ანიმე „კიკის მიტანის სერვისი“.

ასევე,  პრემია გადაეცა რუს  მხატვარ-ილუსტრატორს, იგორ ოლეინიკოვს (Igor Oleynikov)(1953).