
ჰანს ქრისტიან ანდერსენის პრემია
ჰანს ქრისტიან ანდერსენის სახელობის საბავშვო-საყმაწვილო ლიტრატურული პრემია(Hans Christian Andersen Awards) 1956 წელსიუნეს...
ასტრიდ ლინდგრენის სახელობის პრემია „ალმა“
(The Astrid Lindgren Memorial Award)
„ალმა“ ყოველწლიური პრემიაა და იგი გადაეცემა არა მარტო საბავშვო მწერალს ან ილუსტრატორს (პრემია არ გაიცემა სიკვდილის შემდეგ), არამედ ორგანიზაციებსა და მთხრობელებს, რომლებიც განსაკუთრებულად ზრუნავენ საბავშვო ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის და პროპაგანდას უწევენ მას.
გარდა ამისა, მწერალსა პრემიას გადასცემენ არა ამა თუ იმ კონკრეტული წიგნისთვის, არამედ საბავშვო ლიტერატურაში განხორცილებული სხვა მნიშვნელოვანი აქტივობებისთვისაც.
ასე რომ, „ალმა“ თავისი კონცეფციით ანდერსენის პრემიაზე ბევრად მრავალფეროვანი და მასშტაბურია.
პრემია „ალმა“ შვედეთის მთავრობამ ასტრიდ ლინდგრენის გარდაცვალების (2002) შემდეგ დააწესა მისი ხსოვნის პატივსაცემად.
პრემია ყოველწლიურია და მისი ფულადი პრიზი 550.000 ევროს შეადგენს.
ჟიურიში, რომელიც 12 წევრისაგნ შედგება. მასში აუცილებლად შედის ასტრიდ ლინდგრენის ოჯახის ერთი წევრი და ადამიანები, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო ლიტერატურის სფეროში: მწერლები, ილუსტრატორები, მეცნიერები, კრიტიკოსები, ბიბლიოთეკარები.
ჟიური „ალმას“ გამარჯვებულს ბოლონიის სიდიდით პირველ საბავშვო წიგნის გამოფენაზე ასახელებს, პრემიას კი გადასცემს მოგვიანებით, მაისი ბოლოს, სტოკჰოლმში.
2003 წელს პირველი „ალმა“ გადაეცათ ავსტრიელ საბავშვო მწერალს, ქრისტინა ნიოსტლინგერს (Christine Nöstlinger)(1936 – 2018) და ამერიკელ ავტორ-ილუსტრატორს, მორის სენდაკს (Maurice Bernard Sendak) (1928 –2012).
2019 წელს პრემია გადაეცა ფლამანდიელ მწერალს, ბარტ მოიაერტს (Bart Moeyaert)(1964).
ნომინანტები მსოფლიოს ნებისმიერმა ქვეყანამ შეიძლება წარადგინოს.
საქართველოდან ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე ნომინანტებს ყოველწლიურად წარადგენს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლოთეკა. პირველი ნომინანტი საქართველოდან 2010 წელს გახლდათ საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი „ლიბო“ (დამფუძნებლები: ირმა მალაციძე, მარიამ წიკლაური) და ილუსტრატორი ლელა ტაბლიაშვილი. შემდეგ წლებში ნომინანტები იყვნენ მწერლები: ვასილ გულეური, გურამ პეტრიაშვილი, ნატო დავითაშვილი, თამარ ფხაკაძე, თეა თოფურია, ბონდო მაცაბერიძე. ილუსტრატორები: სოფიო კინწურაშვილი, ნინო ჩაკვეტაძე, ბიბლიოთეკარი და მთხრობელი ინგა გოგიბერიძე.
წელს, 2019 წელს საქართველოდან ნომინაციაზეწარდგენილები არიან საბავშვო პოეტი მარიამ წიკლაური და ილუსტრატორი გიორგი ჩაჩანიძე.