Accounting Technologies

ოქროს ბუმბული

საბავშვო ლიტერატურის კონკურსი „ოქროს ბუმბული“ დაფუძნებულია 2008 წელს ქარჩხაძის გამომცემლობის მიერ. კონკურსის მიზანია სტიმულირდეს ორიგინალური საბავშვო ლიტერატურის /ნახატებიანი წიგნის შექმნა. კონკურსში მონაწილეობს ქართულ ენაზე დაწერილი, გამოუქვეყნებელი, საბავშვო ნაწარმოებები.

  • საბავშვო ლიტერატურის კონკურსი „ოქროს ბუმბული" ქარჩხაძის გამომცემლობის მიერ პირველად 2008 წელს ჩატარდა. კონკურსზე სულ შემოსული იყო 91 ნაწარმოები. 2008 წლის კონკურსის გამარჯვებულია ნატო დავითაშვილი ნაწარმოებით როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან, რომელიც წიგნად 2009 წელს გამოიცა.
  • საბავშვო ლიტერატურის კონკურსის  გამარკვებულები: 
  •  საუკეთესო საბავშვო რომანი: ნესტან კუპრავა "იდემ სბეფემი სტუმრად ჩამოდის"
  •  საუკეთესო საბავშვო მოთხრობების კრებული: ლელა ცუცქირიძე "სამჯერ ხუთი"
  •  საუკეთესო ნახატებიანი წიგნის პრემია გაიყო ორად:
  • თეა თოფურია და ანასტასია სლოვინსკაია "სახლი მწიფე გარგრის ქუჩაზე"
  • ლელა ცუცქირიძე და ელისაბედ ფირცხალავა "მართიკოს ვაშლის ხე"


ვულოცავთ გამარჯვებულებს!

პროექტის ორგანიზატორი: ქარჩხაძის გამომცემლობა
პროექტის ხელშემწყობები არიან:
თბილისის მერია / Tbilisi City Hall
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
საინფორმაციო მხარდამჭერი: Formula • ფორმულა 

ვიდეო >>