Accounting Technologies

იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია 2021

იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებით ჩატარდა და  2021 წლის 19  დეკემბერს,   თბილისის ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში, გამაჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

 გამარჯვებულები გამოვლინდნენ 8 ნომინაციაში და გაიცა 9 პრემია. ესენია:

1. ნომინაციაში საუკეთესო პოეტური წიგნი გამარჯვებული - „ნეტავ, მალე გავიზრდები?!“, გამომცემლობა „პალიტრა L“, ავტორი - ვასო გულეური;

2. ნომინაციაში საუკეთესო პროზაული წიგნი (პატარებისთვის, 7 – 12 წელი) გამარჯვებული - „ატუსა და მატუსა“, ავტორი - ლელა ცუცქირიძე;

3. ნომინაციაში საუკეთესო პროზაული წიგნი (ყმაწვილებისთვის 13+) გამარჯვებული - „კაცი და მისი უცნაური პიანინო“, ავტორი - გურამ პეტრიაშვილი;

4. ნომინაციაში საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი (პატარებისთვის, 7 – 12 წელი) გამარჯვებული - „დიიიდი ნუნუ“, „ელფის გამომცემლობა“, ავტორი - გიორგი ჭაუჭიძე, მხატვარი - ულიანა მესხი;

5. ნომინაციაში საუკეთესო საბავშვო დრამატურგია გამარჯვებული - საბავშვო პიესა თოჯინური სპექტაკლისათვის „კუ კურიერი და სხვები“, ავტორი - ელენე მაცხონაშვილი;

6. ნომინაციაში საუკეთესო დებიუტი გამარჯვებული - „დიიიდი ნუნუ“, „ელფის გამომცემლობა“, ავტორი - გიორგი ჭაუჭიძე;

7. ნომინაციაში საუკეთესო ნათარგმნი საბავშვო - საყმაწვილო წიგნი, გამარჯვებული „ბაბუაჩემი ალუბლის ხე იყო“, გამომცემლობა „აგორა“, ავტორი - ანჯელა ნანეტი, მთარგმნელი - როზა ოდიშვილი;

8. ნომინაციაში საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი, გამარჯვებული - „უჩვეულო კვირადღე“, გამომცემლობა „ბაკმი“, ავტორი - მარიამ წიკლაური;

9. ნომინაციაში საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის გამარჯვებული - გამომცემლობა „მერანი“-ს მიერ წარმოდგენილი კანდიდატი, მწერალი მაყვალა გონაშვილი.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსის მიზანია საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა, ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, ლიტერატურული პროცესების განვითარება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა.