Accounting Technologies

საბავშვო ლიტერატურული პრემია "ნაკადული"

საბავშვო ლიტერატურული პრემია "ნაკადული"   2021 წელს დაარსდა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში და თბილისის მერიის მხარდაჭერით.

პრემია გაიცემა 4 ნომინაციაში,   8 წლამდე ასაკის მკითხველებისთვის შექმნილი ნაწარმოებებისთვის.
პრემიის მიზანია, ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოების ინტერესის გაზრდა. ასევე, საბავშვო წიგნებზე მომუშავე ავტორების წახალისება და მათი შემოქმედების პოპულარიზება.

პრემიაზე წარდგენილი იყო  2020 წელს გამოცემული საბავშვო წიგნები.   

 „ნაკადული-2021“-ის   პირველი  გამარჯვებულები გახდნენ:

  • ნომინაცია  „საუკეთესო პროზაული წიგნი“

„ტანტალა მეფის საშინაო თამაშები“ - ალექს ჩიღვინაძე, ანა ჯანელიძე (გამომცემლობა ზოლიანი კატა;

  • ნომინაცი  „წლის საუკეთესო პოეტური წიგნი“

„გამოიცნონ პატარებმა“   - ნათია ჯანაშია ( გამომცემლობა პალიტრა L);

  • ნომინაცია „წლის საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი“:

მგელი მითებსა და ზღაპრებში - გიორგი ჯინჭარაძე ( გამომცემლობა ზოლიანი კატა) ; ნაცარქექია - ვარლამ ჯმუხაძე (გამომცემლობა არტანუჯი);

  • ნომინაცია  „წლის საუკეთესო საგანმანათლებლო-შემეცნებით წიგნი“

უჩვეულო კვირადღე - მარიამ წიკლაური (გამომცემლობა ბაკმი).

გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია  თბილისის პირველ საბავშვო წიგნის ფესტივალზე გაიმართა.