
ჰანს ქრისტიან ანდერსენის პრემია
ჰანს ქრისტიან ანდერსენის სახელობის საბავშვო-საყმაწვილო ლიტრატურული პრემია(Hans Christian Andersen Awards) 1956 წელსიუნეს...
თბილისის საბავშვო წიგნის პირველი ფესტივალი „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან პარტნიორობით, 11-12 დეკემბერს, „ექსპო ჯორჯიას“ მესამე პავილიონში გაიმართა.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო საქართველოში არსებული გამომცემლობების საბავშვო წიგნები. გარდა წიგნებისა, წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის გასართობ-შემეცნებითი პროდუქცია, ქართველი სტრატაპერების მიერ დამზადებული საახალწლო აქსესუარები და სათამაშოები.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყო შეხვედრები საბავშვო ავტორებთან, წსაბავშვო წიგნების პრეზენტაციები, საბავშვო წარმოდგენები.
ფესტივალი მომავალ წელსაც გაიმართება. მისი მიზანია ქართული საბავშვო ლიტერატურის, ქართველი გამომცემელებისა და ავტორების პოპულარიზაცია და მხარდაჭერა.