
“მხიარული რეცეპტების“ საიდუმლო
ნინია სადღობელაშვილი (რეცენზია მარიამ წიკლაურის წიგნზე “მხიარული რეცეპტები“ ) ბავშვებისთვის ...
მარიამ წიკლაური
(რეცენზია ლ.ცუცქირიძის წიგნზე „მხიარული იჯახი და სხვები...)
ის რა ოჯახია, მით უფრო მხიარული ოჯახი ვერ ერქმევა, თუ ერთხელ მაინც "სოკოკინა" არ მოუმზადებია ქალაქგარეთ, სუფთა ჰაერზე სასეირნოდ გასულს. და ეს წიგნი "მხიარული ოჯახი " თავისი პერსონაჟებით და მოსაყოლი ამბებით, თემებით, ღირებულებებით, იუმორით, გულწრფელობით, უსერიოზულეს პრობლემებზე ძალიან მსუბუქად, ბავშვურ ენაზე მოსაუბრე - თქვენი აუცილებელი საკითხავი გახდება, თუ რა თქმა უნდა შეიძენთ ან ბიბლიოთეკიდან გამოიტანთ. მაგრამ სამწუხროდ ჯერ ბიბლიოტეკებშიც არაა და არც ყველა მაღაზიის თაროზე დევს. რატომ? იმიტომ, რომ ძალიან ,ძალიან ახალი წიგნია. ჯერ არც გაციებულა.
თუ დამიჯერებთ, ღირს გარჯად დ შოვნად და რაღა თქმა უნდა, ღირს წაკითხვად!
ასეთი წიგნები, ასე თანამედროვენი თავისი თემებით, სათქმელით, საფიქრალით, ენით, სტილით, ადვილად იპყრობენ ხოლმე პატარების დიდ გულებს და დიდების პატარაობაჩარჩენილ გულებსაც. რადგან შიგ უამრავი სიმართლეა და თითქმის არაფერია გამოგონილი. სიმართლე კი ისეთი რამეა, ადვილად გიხსნის გულს მკითხელს. გამოგონილიც რომ ყოს, ისე კარგადაა გამოგონილი,მაინც სიმართლე გეგეონება.
ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი ცნობილი თუ უცნობი საბავშვო მწერალი მოაწერდა ხელს ამ ტექსტს! მაგრამ მე სწორედ ის მახარებს, რომ ეს წიგნი თანამედროვე ქართველმა მწერალმა დაწერა ქართულ ენაზე. რომ სანამ მას სხვა ენებზე გადათარგმნიდნენ, ქართველი ბავშვები სხვა ქვეყნის ბავშვებზე ადრე წაიკითხავენ და შეიყვარებენ. განა შეიძლება ეს წიგნი არ შეგიყვარდეს? ის მწერალმა თქვენთვის დაწერა და დახატა კიდეც. ბევრი ავტორი ერთდროულად ხატავს და წერს საბავშვო წიგნებს. ეს მსოფლიო საბავშვო წიგნების ისტორიაში ხშირად ხდებოდა. ბიატრის პოტერი , ტუვე იანსონი ალბატ ეს სახელები და გვარები ყველამ იცით, ქართველებიდანაც არაერთი მცდელობაა მხატვარმა ტექსტიც დაწეროს საბავშვო წიგნისთვის, მაგალითად ცნობილი ილუსტრატორი სოფი კინწურაშვილი. მაგრამ „მხიარულ ოჯახს“ განსაკუთრებით გაუმართლა, მას ტექსტებიც და ნახატებიც ერთნაირად საინტერესო აქვს და ამაში დამნაშავე სწორედ მათი ფანტაზიორი ავტორი ლელა ცუცქირიძეა, ამჯერად გრაფიკითა და თავებიანი რომანით გაახარა მოზარდები.
რა მხიბლავს ამ წიგნში ? შესანიშნავი ამბები, ამბების მთელი კორიანტელი! ამ ამბის თხრობის რიტმი, თხრობის საოცარი სტილი, დინამიკა, ადამიანები და მათი ხასიათების სიმრავლე, სიტუაციური მოულოდნელობები, სოციუმის დიდი სპექტრი, ფანტაზიის ფოიერვერკი, საოცარი სახელდებები! არავითარი პირდაპირი ჭკუისწავლება, არავითარი დამრიგებლური ტონი, არავითარი დიდაქტიკა. თავისუფლება, ურთიერთ სიყვარული, პატივისცემა, რაც ყველა თაობის ოჯახის წევრის აუცილებელი პიროვნული მახასიათებელია. ეს რთული აბზაცი გამომივიდა,მაგრამ, ხუმრონაბა ხომ არაა ერთი აბზიაცით დაახასიათო 160 გვერდიანი წიგნი? ხოდა,მეც დავიბენი დამგონი ძალიან სერიოზული სიტყვები ავბურდე ერთმანეთში. მოდი,ახლა ორიოდე სიტყვით უფროსებსაც მივმართავ, აბა, რომელი ბავშვი დაიწყებს ამ წერილის კითხვას?! კი მინდოდა ,რომ ბავშვები დამეინტერესებინა ამ წერილთ, მაგრამ არა უშავს, ბავშვებმა წიგნი წაიკითხონ,მე ეს უფრო გამახარებს.
ნამდვილი საბავშვო ლიტერატურის ნამდვილი კარის ნამდვილი შეღებაა და ნამდვილი წიგნია, რომელიც ბავშვების არაერთი თაობის საკითხავად იქცევა აქაც და სხვა, ნებისმიერ, საბავშვოლიტერატურიან ქვეყანაში. ასეთი ქვეყანა კი უამრავია მსოფლიოში! აბა, სრული სვლით წინ! ასეთი წიგნებს მართლა შეუძლია, გააბედნიეროს მკითხველი! ბავშვებს შეაყვაროს კითხვა და განა მარტო კითხვა?! შეაყვაროს ცხოვრება, დააფიქროს უამრავ პრობლემაზეც, დაეხმაროს გამოსავლის მოძებნაშიც და სწორი ფასეულობების და დასკვნების გამოტანაში, საკუთარი თავის მათთან თანაზიარობასა და იდენტიფიცირებაში. ეს რომ უცხოელ მწერალს დაეწერა, სასწრაფოდ თარგმნიდა 37 ქვეყანა ,ან 42, ან სულაც, 63... აბა, ვნახოთ , ქართველ ავტორს როგორ გავახარებთ? როდის ვიტყვით,რომ ჩვენც გვაქვს მსოფლიო ბესტსელერი თანამედროვე საბავშვო წიგნები?!
მრავალშვილიანი ოჯახი, ოჯახის სხვადასხვა თაობის ადამიანთა ურთიერთობები, სამი თაობის მაგალითზე სიყვარულის, ურთიერზე ზრუნვის ჩვენება, ოჯახის გარდა სკოლის, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ურთიერთობები, მარტოხელა ადამიანების, სოციალურად დაუცველი ახალგაზრდის, საზოგადოდ ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივობები, ბუნებისა და გარემოს დაცვა, პირველი სიყვარული, ადამიანის მარტოსულობის ტკივილიანი ისტორიები, რა ჩამოთვლის,რაზე არააა ეს წიგნი,მაგრამ არ შეგეშინდეთ: ამ ყველაფერზე და კიდევ ათჯერ მეტზე მწერალი ისე ხალისიანად, ისე მსუბუქად,ის იოლად ჰყვება, ვერც გაიგებ ,რომ მთელი ქვეყნის საჭირბოროტო საკიტხებზე დაგაფიქრა, წარმოგიჩინა, ყველა შეგაყვარა, ყველაზე ზრუნვა მოგანდომა... რეალობიდან ფანტასტიკურ სამყაროშიც გადაგასკუპა, ზღაპრის და სინამდვილის ზღვარზე გატარა, და მომავლის საშიშროებაზეც კი დაგაფიქრა. ბრუგუბრუგუში დასასვენებლად გამგზავრებული ბებია და ბაბუა ლამის ფენტეზის პერსონაჟებად არ გვექცნენ?! ადამიანების და ბავშვების ერთმანეთისადმი გამოვლენილი გულცივობის შედეგის საშინელი სამსჯავროც კი გვიჩვენა ჯადოქარივით.
ჭკუამხიარული პერსონაჟები, სინამდვილეში ძალიანაც გონიერები და ჭკვიანები რომ არიან, ნამდვილად მენანებიან გამოსამშვიდობებლად. რამდენ სიკეთეს აკეტთებენ, თან ისე, თოითქოს ყველაფერი თავისთავად ხდება, ძალდაუტანებლად. განა შეიძლება ამ ოჯახის ისტორიები დამთავრდეს, ისევე როგორც ამ პერსონაჯების სიყვარული არ მთავრდება,არ ილევა და არ ცვდება.... ნებისმიერი მკითხველი მიხვდება, რომ ეს წიგნიც ჯადოსნურია : სხვა უთვალავი ამბებიც აქვს უხილავად ჩაკეცილი ფურცლებს შორის! ამას წყალი არ გაუვა! იმდენი ამბავი იმალება, ზოგი ვერც პოულობს დასამალ ადგილს და პირდაპირ ფურცლებიდან ხტებიან, ცვივიან და ფრთხილად ფურცლეთ წიგნი, სანამ ავტორი ყველაფერს სხვა წიგნებში მიაკემსავს,მიაჭედებს, მიახრახნის და მიამაგრებს. როგორ? როგორ და, აი, ასე: ეს წიგნი სხვა ახლა წიგნებს მოიყოლებს მალე, სულ მალე... საკითხავს არ დაგვილევს... იმ წიგნშიც იქნება ბევრი, ბევრი სიყვარული, სიკეთე, ხალისიანი თავგადასავლები, თავგადმოსავლებიც, თავგადასასვლელებიც, თავმიწისქვესაჩასასვლელებიც, თავმოედნებიც და თავგვირაბებიც.
დაველოდოთ, ბავშვებო.
"მხიარული ოჯახი და სხვებიც", ლელა ცუცქირიძე, გამომცემლობა "საგა". 2017, თბილისი.