
საუბრები სასახლის სამკითხველოში
პროექტი „საუბრები სასახლის სამკითხველოში“ მეოთხე წელია ტარდება სასახლეში. ამ პროექტშ...
26 ნოემბერს, პროექტის „საუბრები ეროვნული სასახლის სამკითხველოში“ ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, გია შარვაშიძესთან, ამავე უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორთან, მოძრაობის „არა ბარბარიზმებს“ ერთ-ერთ ინიციატორთან, თინა მარგალიტაძესთან.
უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ქართული ენის დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე, ენაში ბარბარიზმების მოჭარბების პრობლემაზე ისაუბრა, რაც მას აღარიბებს და თვითმყოფადობას, უნიკალურობას უკარგავს: „ქართულ ენაში არ უნდა შემოვიდეს ისეთი ტერმინები, რომლის შესატყვისი გვაქვს, თითოეული ენა უნიკალურია და სამყაროს თავისებური აღქმის, ხედვის გამომხატველია“; რექტორმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1-ლი უნივერსიტეტი იყო რუსეთის იმპერიის ყოფილ ტერიტორიაზე, სადაც სწავლა მშობლიურ ენაზე მინდინარეობდა.
პროფესორმა თინა მარგალიტაძემ წაიკითხა ლექცია „სჭირდება თუ არა ქართულ ენას გაინგლისურება?“ აღინიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ენა ცოცხალი ორგანიზმია და უცხო ტერმინების, სიტყვების შემოსვლა გარკვეულწილად, ბუნებრივი პროცესია, აუცილებელია ოქროს შუალედის მოძებნა; აუდიტორიას გააცნო ინგლისური და რუსული ენიდან შემოსული ბარბარიზმები, განმარტა, თუ რა შემთხვევაშია დასაშვები ენაში უცხო სიტყვების, ნასესხობის დამკვიდრება და როდის უნდა ვთქვათ მასზე უარი.
შეხვედრამ სასახლის მოსწავლეების დიდი ინტერესი გამოიწვია, მათ არაერთი კითხვა დაუსვეს მოწვეულ სტუმრებს.