
საუბრები სასახლის სამკითხველოში
პროექტი „საუბრები სასახლის სამკითხველოში“ მეოთხე წელია ტარდება სასახლეში. ამ პროექტშ...
12 ივლისს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სამკითხველო დარბაზში გაიმართა სასახლის ბიბლიოთეკის „მკითხველთა კლუბის“ წევრების, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების და მედიასტუდია “დროს“ მოსწავლეების შეხვედრა „ნოუ ჰაუ ტრენინგ ცენტრის“ წარმომადგენლებთან. დოქტორი როის ჯეფერსონ ჯორჯი მოსწავლეებს ესაუბრა ბულინგზე და 21-ე საუკუნეში აქტუალურ „კიბერ ბულინგის“ საფრთხეებზე, მოსალოდნელ უარყოფით შედეგებსა და მისი დაძლევის გზებზე აშშ-ს მაგალითზე. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ცენტრის ერთ-ერთ ხელმძღვანელი, ტრენერი, ეკონომიკის დოქტორი დავით დარსაველიძე და ეთიკის პედაგოგი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახ. უნივერსიტეტის პროფესორი თამარ ჩაჩიბაია. მოსწავლეები სტუმრებს ესაუბრნენ პროექტზე „ჩვენ გვიყვარს კითხვა“, რომლის მიზანია ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაცია. შეხვედრა სასახლის აღსაზრდელების აქტიური ჩართულობით, ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.