
საუბრები სასახლის სამკითხველოში
პროექტი „საუბრები სასახლის სამკითხველოში“ მეოთხე წელია ტარდება სასახლეში. ამ პროექტშ...
23 მარტს, მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, პროექტის „საუბრები სასახლის სამკითხველოში“ ფარგლებში, გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტის, დიმიტრი სილაქაძის ლექცია - საუბარი „საქართველოს პირველი რესპუბლიკა". მოწვეული სტუმარი მოსწავლეებს ესაუბრა რესპუბლიკის შექმნის, დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ წანამძღვრებზე, საგარეო და საშინაო პოლიტიკის სირთულეებზე მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ჭრილში, ამ ისტორიულ მოვლენებში ეროვნული სასახლის როლზე, იმ სუბიექტურ და ობიექტურ ფაქტორებზე, რამაც დამოუკიდებლობის დაკარგვა გამოიწვია; აუდიტორიას გააცნო პირველი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის საინტერესო ეპიზოდები.