საუბრები სასახლის სამკითხველოში

Accounting Technologies

შეხვედრა გიორგი დვალაშვილთან

30 ოქტომბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, პროექტის " საუბრები სასახლის სამკითხველოში" ფარგლებში, გაიმართა გეოგრაფიის დოქტორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ გიორგი დვალაშვილის ლექცია "საქართველოს ბუნების საოცრებები და ფოტოამბები". (გამომცემლობა "კლიომ" გ.დვალაშვილის ავტორობით, გამოსცა წიგნი-ალბომი "საქართველოს ბუნების 100 საოცრება").
მოწვეულმა სტუმარმა ისაუბრა საქართველოს ბუნების ღირსშესანიშნავი ადგილების, რა თქმა უნდა, ოკუპირებული რეგიონების ბუნების ძეგლების შესახებაც, რომლებიც თავიანთი მნიშვნელობითა და უნიკალურობით, სილამაზით, განუმეორებლობითა და სრულყოფილებით აოცებენ მნახველს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკის მკითხველთა კლუბის, საბუნებისმეტყველო და სოციალურ მეცნიერებათა და ქართული ენის, ლიტერატურისა და ფოლკლორის მიმართულებების მოსწავლეები.
ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დასასრულს გიორგი დვალაშვილმა სასახლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა წიგნი-ალბომი „საქართველოს ბუნებისა და მატერიალური კულტურის 100 ძეგლი“.