საუბრები სასახლის სამკითხველოში

Accounting Technologies

შეხვერდა ზაზა აბაშიძე

1 აპრილს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სამკითხველოში,
პროექტის "საუბრები სასახლის სამკითხველოში" ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ისტორიკოსს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ, კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორთან ზაზა აბაშიძესთან. თემა-"საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის100 წლისთავი." მოწვეულმა სტუმარმა ისაუბრა ამ თარიღის მნიშვნელობაზე, მისი გაუქმებისა და აღდგენის დეტალებზე. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.