
საუბრები სასახლის სამკითხველოში
პროექტი „საუბრები სასახლის სამკითხველოში“ მეოთხე წელია ტარდება სასახლეში. ამ პროექტშ...
4 მარტს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სამკითხველოში პროექტის "საუბრები სასახლის სამკითხველოში" ფარგლებში გაიმართა შეხვედრა აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელ ალექსანდრე ელერდაშვილთან და სცენარისტ ქეთი დევდარიანთან.
აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტმა ალექსანდრე ელერდაშვილმა მოსწავლეებს წარუდგინა პრეზენტაცია, საინტერესო ლექცია-საუბარი თემაზე „ვეფხისტყაოსნის“ გეოგრაფიული სახელები, მათი ეტიმოლოგია და ადგილმდებარეობა“ , გააცნო სამეცნიერო მოსაზრებები იმ ტოპონიმებზე, რომელიც პოემაში გვხვდება: გულანშარო, მულღაზანზარი, ქაჯეთი, ხვარაზმი, ხატაეთი, თურქთა ქვეყანა, არაბეთი და სხვა.
შეხვედრა სცენარისტ ქეთი დევდარიანთან ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, მან ისაუბრა სერიალების სპეციფიკის შესახებ, საინტერესო მოვლენების მხატვრულად გადმოცემის, აღწერის ხერხებზე, მხატვრული აზროვნების და წერის უნარ-ჩვევებზე.