
შეხვედრა გიორგი კაკაბაძესთან
31 იანვარს, მოსწავლე- ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, პროექტის ,,საუბრები სასახლის სამკითხველოში" ფარგლებში, გაიმა...
პროექტი „საუბრები სასახლის სამკითხველოში“ მეოთხე წელია ტარდება სასახლეში. ამ პროექტში სხვადასხვა პროფესიის ცნობილი და წარმატებული ადამიანები ბავშვებს ესაუბრებიან მათთვის საინტერესო და საჭირო თემებზე.
მოწვეული სტუმრები: მწერლები გიორგი კეკელიძე, დათო ტურაშვილი, ეთერ თათარაიძე; ფილოლოგები ლევან ბერძენიშვილი, თინათინ მარგალიტაძე, გია მურღულია, ალექსანდრე ელერდაშვილი, რუსუდან ყიფიანი; ისტორიკოსები ზაზა აბაშიძე,მირიან ხოსიტაშვილი, მალხაზ მაცაბერიძე, ირაკლი ირემაძე, გიორგი მაჭარაშვილი; ფსიქოლოგები თეა გოგოტიშვილი, პაატა ამონაშვილი; რეჟისორები დავით საყვარელიძე, რამაზ ბლუაშვილი; არქიტექტორი ნოდარ სუმბაძე, თეატრმცოდნე ლევან ხეთაგური, სცენარისტი ქეთი დევდარიანი, ქორეოგრაფი რეზო ჭანიშვილი, ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ჭადრაკში დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, კომპოზიტორი კახა ცაბაძე.
პროექტი მიმდინარე სასწავლო წელსაც გაგრძელდება.