საუბრები სასახლის სამკითხველოში

Accounting Technologies

შეხვედრა გიორგი კაკაბაძესთან

31 იანვარს, მოსწავლე- ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, პროექტის ,,საუბრები სასახლის სამკითხველოში" ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ცნობილ მწერალთან, კრიტიკოსთან, პუბლიცისტთან, ნიკო ფიროსმანის ბიოგრაფიის მკვლევართან , გიორგი კაკაბაძესთან.

 სტუმარმა ისაუბრა უდიდესი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ბიოგრაფის შესახებ, ყურადღება გაამახვილა ადამიანებზე, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით მხატვრის აღმოჩენასა და პოპულარიზაციაში.

 ასევე, წაიკითხა ნაწყვეტები თავისი დოკუმენტური რომანიდან ნიკო ფიროსმანი ,,დაკარგული უბრალოების ძიებაში".

 ბავშვებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მწერლის მონათხრობმა რომანში გაცოცხლებულ იმ კულტურულ და სოციალურ გარემოზე, რომელშიც უხდებოდა მხატვარს ცხოვრება და მოღვაწეობა: ფიროსმანის თანამედროვე მხატვრებზე მწერლებზე,თბილისის ცხოვრების წესზე, ბაღებსა და დუქნებზე, ფიროსმანის დაკარგულ საფლავსა და რა თქმა უნდა ,,აქტრისა მარგარიტაზე ".

 შეხვედრის დასასრულს მწერალმა უპასუხა დამსწრეთა მრავალ საინტერესო კითხვას.