საუბრები სასახლის სამკითხველოში

Accounting Technologies

შეხვერდა ბექა ქურხულთან

22 ნოემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, პროექტის "საუბრები ეროვნული სასახლის სამკითხველოში" ფარგლებში, მოწვეული იყო ბექა ქურხული: მწერალი, ესეისტი და პუბლიცისტი, "საბა", "ლიტერა", "საგურამო" და სხვა ლიტერატურული პრემიების ლაურეატი.

მოწვეულმა სტუმარმა წაიკითხა ნაწყვეტები თავისი პროზაული კრებულებიდან: "სკანდარა და სხვა მოთხრობები", ,,ზაფხულის მოკლე ღამე". ,,ღია კარის ქვეყანა" და ,,სამოთხიდან გაქცეულები". ისაუბრა თავის შემოქმედებაში გაცოცხლებულ საქართველოს უახლეს წარსულზე, ქვეყნის ეროვნულ და სულიერ ფასეულობებზე, რეალურ და გამოგონილ გმირებზე, რომლებიც ამსხვრევენ წარმოდგენას თანამედროვე ადამიანის მორალური დეგრადაციის თაობაზე, თანამედროვე ქართველ მწერლებზე და ზოგადად მწერლისა და მკითხველის ურთიერთობაზე.

შთამბეჭდავი იყო მწერლის მონათხრობი საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, მნიშვნელოვან საინტერესო ეპიზოდებზე სამხედრო რეპორტიორად ყოფნის დროს აფხაზეთსა თუ ცხინვალის რეგიონში, პანკისში, აზრბაიჯანში, ავღანეთში, ISAF და ნატოს მისიებში ქართულ-ამერიკულ ბაზებზე.

 შეხვედრას ესწრებოდა ბექა ქურხულის ერთ-ერთი წიგნის რედაქტორი ქალბატონი მანანა ჯანელიძე და ეროვნული სასახლის მიმართულებების აღსაზრდელები.

 ბავშვებმა დასვევს საინტერესო კითხვები და აქტიური მონაწილეობა მიიღეს მწერალთან ცოცხალ დიალოგში.