საუბრები სასახლის სამკითხველოში

Accounting Technologies

შეხვედრა კახა ცაბაძესთან

19 აპრილს, მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, პროექტის „საუბრები ეროვნული სასახლის სამკითხველოში” ფარგლებში გაიმართა ეროვნული სასახლის წარმატებული აღზრდილის, კომპოზიტორის, სასახლის მუსიკალური მიმართულების ხელმძღვანელის, კახა ცაბაძის ლექცია - საუბარი „საქართველოს სახალხო არტისტის - გოგი ცაბაძის ცხოვრება და შემოქმედება“. კომპოზიტორმა ისაუბრა გოგი ცაბაძის ბიოგრაფიის მნიშვნელოვან საინტერესო ეპიზოდებზე, მისი ოჯახის ტრაგიკულ ხვედრზე, მრავალმხრივ მოღვაწეობაზე, ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილ დიდ წვლილზე, განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე კოლეგებთან, ხანგრძლივ წარმატებულ შემოქმედებით ურთიერთობაზე პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკისთან, მორის ფოცხიშვილსა და სხვა ცნობილ პოეტებთან. დასასრულს, კახა ცაბაძემ შეასრულა მამისადმი მიძღვნილი სიმღერა, ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკას გოგი ცაბაძის ალბომი უსახსოვრა.