
საუბრები სასახლის სამკითხველოში
პროექტი „საუბრები სასახლის სამკითხველოში“ მეოთხე წელია ტარდება სასახლეში. ამ პროექტშ...
23 ოქტომბერს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, საბავშვო წიგნის კვირეულის ფარგლებში გაიმართა ღონისძიება „საუბრები საბავშვო ლიტერატურაზე“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, მწერალი და ილუსტრატორი მაკა ლდოკონენი და კერძო სკოლა „არქიმედეს“ მოსწავლეები (პედაგოგები ნინო ტაბატაძე და ნანა შილაკაძე).
მწერალმა ისაუბრა ლიტერატურის მნიშვნელობაზე, მწერლებსა და წიგნებზე, გააცნო ბავშვებს ამონარიდები დანიელ პენაკის წიგნიდან „რომანივით საკითხავი“, აუხსნა მათ, რატომ არის მნიშნელოვანი წიგნის კითხვა ადრეული ასაკიდან, როგორ შევარჩიოთ სასურველი წიგნი, როგორ „მოვპაროთ“ საკუთარ თავს დრო წიგნის წასაკითხად...
მაკა ლდოკონენის რჩევებმა, უშუალო და ძალზე მნიშვნელობანმა საუბარმა, ასევე, მის მიერ შერჩეულმა მოკლე ფილმებმა მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია.