Accounting Technologies

თამარ კვიჟინაძე

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში 1976 წლის 19 სექტემბერს. დაამთავრა თბილისის #87 საშუალო სკოლა.

1993 - 1998 წლებში სწავლობდა  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების განხრით.

1998 - 2001  წლებში   გაიარა ნორვეგიული კულტურის, ენისა და ლიტერატურის სრული კურსი თსუ-ს  ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის უცხო ენების განყოფილებაზე.

2000 წლის ზაფხულში, ოსლოს უნივერსიტეტის დაფინანსებით, გაიარა ამავე უნივერსიტეტთან არსებული საზაფხულო სკოლის ექვსკვირიანი კურსი  სპეციალობით: ნორვეგიული ენა, ლიტერატურა და საზოგადოებათმცოდნეობა.

2001 წლის ზაფხულში ბერგენის უნივერსიტეტის დაფინანსებით გაიარა ამავე უნივერსიტეტთან არსებული საზაფხულო სკოლის სამკვირიანი კურსი სპეციალობით: ნორვეგიული ენა და ლიტერატურა.

2002 – 2003 წლებში სწავლობდა ოსლოს უნივერსიტეტის ისტორიისა და ფილოსოფიის ფაკულტეტზე, სადაც გაიარა ნორვეგიული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის სრული კურსი.

2003 – 2004 წლებში  გაიარა თანამედროვე ჩრდილოური ლიტერატურის კურსი ოსლოს უნივერსიტეტის ჩრდილოური ლიტერატურისა და ენების ფაკულტეტზე, ეპოქათა სწავლების განყოფილებაზე.

2005 წლიდან ასწავლის ნორვეგიულ ენას თსუ-ს სკანდინავისტიკის ცენტრში.

გარდა ამისა, 2005 წლიდან თანამშრომრობს ქართულ და ნორვეგიულ გამომცემლობებთან და ეწევა აქტიურ მთარგმნელობით საქმიანობას.

ამავე წლიდან ითვლება მთარგმნელთა და თარჯიმანთა ასოციაციის (მთა) წევრად.

2014 წლიდან ირიცხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სკანდინავიური ფილოლოგიის დოქტორანტად. 

თამარ კვიჟინაძეს მიღებული აქვს  NORLA-ს (ნორვეგიული ლიტერატურა საზღვარგარეთ)  მთარგმენლობითი სტიპენდიები. ხშირად ესწრება პროფესიულ სემინარებს და კონფერენციებს.

2014 წელს მონაწილეობდა მთარგმნელთა საერთაშორისო  კონფერენციაში, რომელიც  ოსლოში, NORLA-ს მიერ იყო ორგანიზებული.

2017 წელს თსუ-ს სკანდინავისტიკის ცენტრისა და   NORLA-ს თანამშრომლობით ჩატარდა მთარგმნელობითი სემინარი და ვორქშოფი ნორვეგიული ენის სტუდენტებისთვის, რომლის უშუალო ინიციატორი და ორგანიზატორიც იყო თამარ კვიჟინაძე.

2017 წლის მაისში NORLA-ს მიერ დასახელდა თვის მთარგმნელად.

2018 წელს მიენიჭა იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსის პრემია საუკეთესო საყმაწვილო თარგმანის ნომინაციაში, წიგნისთვის „ბალადა გატეხილ ცხვირზე“ (ავტორი არნე სვინგენი).

 

თარგმანები

იოჰან ბოიერის “მარტოსულები”, ლიტერატურა და ხელოვნება, 2007.

ერლენდ ლუ „ნაივური.სუპერი“, სულაკაურის გამომცემლობა, 2009

ოსნე საიეშტადი ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე“, სულაკაურის გამომცემლობა, 2010 

კნუტ ჰამსუნი “მისტერიები” ,სულაკაურის გამომცემლობა,  2011   

ოსნე საიეშტადი  „გროზნოს ანგელოზი“,სულაკაურის გამომცემლობა, 2013

ჰენინგ კრამერ დალი „ხე,რომელსაც მშვიდად დგომა არ შეეძლო“, საყმაწვილო წიგნი (გამომცემლობა „უსტარი“,  2014)

იოჰან ბორგენი „ნოველები სიყვარულზე“, სულაკაურის გამომცემლობა, 2016

ერლენდ ლუ „დოპლერი“, სულაკაურის გამომცემლობა, 2016

ტერენტი გრანელის ლექსების კრებული „ცისფერი სიშორე“ (ითარგმნა ქართულიდან ნორვეგიულად),  გამომცემლობა Solum, 2014

არნე სვინგენი „ბალადა გატეხილ ცხვირზე“, სულაკაურის გამომცემლობა, 2017

თურბიორნ ეგნერი „ილის ქალაქი“, სულაკაურის გამომცემლობა, 2018

ქართული სამზარეულოს წიგნი „ჩვენთან, საქართველოში“ (შემდგენელი მანანა ზარიძე. ითარგნა ნორვეგიულ ენაზე), თსუ გამომცემლობა, 2018

კარლ უვე კნაუსგორი „ჩემი ბრძოლა“ , სულაკაურის გამომცემლობა, 2019

პუბლიკაციები:

პუბლიცისტური წერილი დაგნი იულზე “შეხვედრა ბედისწერასთან”, ლიტერატურა და ხელოვნება, 2007

იან ერიკ ვოლდი -  „პოეტი, რომელიც გრძელ დისტანციებს ფარავს“ (სტატია. ჟურნალი „ახალი საუნჯე“ #9, მარტი, 2014 წ.)

სტაინ მერენის ლექსები. სტატია : „სტაინ მერენი ოთხმოცი წლის სრულდება.“ (ჟურნალი „ახალი საუნჯე“, #5(23), მაისი, 2015 წ.)